თბილისში უსახლკაროთა ზუსტ რაოდენობას ადგენენ

გამოწერა
იმ პირთა ელექტრონული ბაზა, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში, მაგრამ არ გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, შევსებას განაგრძობს.ამის შესახებ "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში პრეს-კონფერენციაზე განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" თავმდჯომარემ თამარ იოვაშვილმა.

იმ პირთა ელექტრონული ბაზა, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში, მაგრამ არ გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, შევსებას განაგრძობს.ამის შესახებ "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში პრეს-კონფერენციაზე განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" ხელმძღვანელმა თამარ იოვაშვილმა.

"2000-ზე მეტი ოჯახი უკვე დარეგისტრირებული და შეყვანილია ჩვენს ელექტრონულ ბაზაში. ეს ხალხი უკვე შემოწმებულია და დადასტურებულია, რომ მათ არ გააჩნიათ არავითარი უძრავი ქონება", — განაცხადა თამარ იოვაშვილმა პრეს-კონფერენციაზე.

"ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ჩვენთან ოფისში, ითხოვენ დახმარებას, რეგისტრირდებიან. ჩვენი აგენტები თავადაც მიდიან თბილისის კომპაქტურ დასახლებებში", — დაამატა არასამთავრობო ორგანიზაიის ხელმძღვანელმა.

ყველა ახალი ამბავი
0