”ნაცმოძრაობა” ხელისუფლებას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე შეტევაში ადანაშაულებს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ინსტიტუტის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც გასული კვირის ბოლოს ნაფიცმა მსაჯულებმა 13 საათიანი ბჭობის შემდეგ ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. საქმე ლაშა მახარაძის გახმაურებული მკვლელობის საქმეს ეხებოდა.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik.”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველოს ხელისუფლება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე შეტევაში დაადანაშაულა.

ამ ინსტიტუტის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც გასული კვირის ბოლოს ნაფიცმა მსაჯულებმა 13 საათიანი ბჭობის შემდეგ ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. საქმე ლაშა მახარაძის გახმაურებული მკვლელობის საქმეს ეხებოდა. გუშინ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა.

”ხელისუფლების მხრიდან ფართომასშტაბიანი შეტევა სასამართლო ინსტიტუტებზე გრძელდება. უმრავლესობის წევრები, პრემიერის ხელმძღვანელობით, ახორციელებენ თავდასხმას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე. პრემიერმა გუშინ, ოქროპირიძის საქმეზე ბრალი ნაფიც მსაჯულებზე გადაიტანა. პროკურატურამ არ მოამზადა სათანადოდ საქმე, ნაფიც მსაჯულთა წინაშე მტკიცებულებები არ წარადგინა, რათა მომხდარიყო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დისკრედიტაცია”, — განაცხადა სამშაბათს, 9 ივნისს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა.

მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევას ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი აქვს, რომლის გადახდაც ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას მოუწევს.

”მინდა საზოგადოებას და ხელისუფლებას შევახსენო, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საუკუნეების განმავლობაშია გამოცდილი და ის არის ერთ-ერთი მთავარი გარანტი სასამართლოს დამოუკიდებლობის. ძალიან ცალსახაა, რომ ხელისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლო არ უნდა და სწორედ ამის გამო ხორციელდება დარტყმები სასამართლო ინსტიტუტზე”, — აღნიშნა მინაშვილმა.

 


ყველა ახალი ამბავი
0