შსს-მ მექრთამეობის 95%-იანი ზრდა დააფიქსირა

© public domainმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმადაც წლის დასაწყისიდან ქრთამის აღების 43 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 95,45%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

 სამინისტროს მონაცემებით, მათგან მხოლოდ 22 საქმის გახსნა მოხერხდა. 

 ამასთან,  სამიდან ორამდე შემცირდა ქრთამის მიცემის შემთხვევები. დღეისათვის პოლიციამ მხოლოდ ერთი ასეთი დანაშაულის გახსნა შეძლო.

 სულ 2015 წლის იანვრიდან აპრილამდე 180 თანამდებობრივი დანაშაული იქნა ჩადენილი, რაც 24,14%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდზე. მათგან გახსნილია 36.

ყველა ახალი ამბავი
0