თბილისი, 20 მაისი — Sputnik. 2015 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შვიდიდან ორი ტერორიზმის საქმე გახსნა. ამის შესახებ შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტი 20 მაისს იტყობინება.
ამასთან, მხოლოდ აპრილში, ტერორიზმის ორი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის იანვრიდან აპრილამდე არც ერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
შსს-ს ასევე მოჰყავს საქართველოს საკონსტიტუსიო წყობისა და უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სტატისტიკა. კერძოდ, 2015 წლის პირველ 4 თვეში, ჩადენილი იქნა 15 ასეთი დანაშაული, რომელთაგან 6 გახსნილია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირდა 14 მსგავსი დანაშაული, რომელთაგან 5 გაიხსნა.