მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ალიევი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშიილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანში პირველი ევროპული თამაშების მოახლოებისა და ასევე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მჭიდრო გრაფიკის გამო, სახელმწიფოს მეთაური ვერ მოახერხებს სამიტში მონაწილეობის მიღებას.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ვერ მიიღებს მონაწილეობას პროექტ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში, იუწყება ოთხშაბათს სააგენტო Новости-Азербайджан.

ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნების სამიტი რიგაში 21–22 მაისს გაიმართება. 

პრეზიდენტის თანაშემწე საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საკითხებში  ალი ჰასანოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში პირველი ევროპული თამაშების დაწყებისა და ასევე პრეზიდენტ ალიევის მჭიდრო გრაფიკის გამო, სახელმწიფოს მეთაური ვერ მოახერხებს სამიტში მონაწილეობის მიღებას.

ევროპული თამაშები, რომელიც 2015 წლის 12–28 ივნისს გაიმართება ბაქოში, პირველია ევროპის კონტინენტის ისტორიაში. 


ყველა ახალი ამბავი
0