შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: ვითარება რუსეთის შრომის ბაზარზე მშვიდია

© photo: Sputnik / Максим Богодвид / გადასვლა მედიაბანკშივაკანსია
ვაკანსია - Sputnik საქართველო
გამოწერა
12 მაისის მონაცემებით, რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობამ 1 მლნ ადამიანს ოდნავ გადააჭარბა, განაცხადა შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ლიუბოვ ელცოვამ. მან აღნიშნა, რომ წლის დასაწყისიდან მონაცემების მერყეობა უმნიშვნელოა.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. რუსეთის შრომის ბაზარზე ვითარება მშვიდია, განაცხადა შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ლიუბოვ ელცოვამ კონფერენციაზე ” შრომითი უფლებები კრიზისის პირობებში”,  რომლის ორგანიზატორიც რუსეთის შრომის კონფედერაციაა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება.

”გარეგნულად ვითარება საკმაოდ მშვიდი ჩანს. ჩვენთან უმუშევრობის დონე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში 5,9%-ია. 12 მაისის მონაცემებით, რეგისტრირებული უმუშევრების რაოდენობამ 1 მილიონ ადამიანს ოდნავ გადააჭარბა — ეს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 1,3%-ია. წლის დასაწყისიდან ჩვენთან მონაცემების ცვალებადობა უმნიშვნელოა”, — განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მან განაცხადა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა, რომელიც მომავალში, სავარაუდოდ, გათავისუფლდება, 251 ათას ადამიანს შეადგენს. 

ამავდროულად, მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთში ერთი წლის განმავლობაში დასაქმებულთათვის განკუთვნილი ვაკანსიების რიცხვმა არსებითად იკლო. ”დამსაქმებლების მიერ დასაქმების ორგანოებში გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობით ჩვენ არსებითი შემცირება დავინახეთ — თუ მიმდინარე წლის აპრილის თვეს გასული წლის აპრილის თვეს შევადარებთ, პრაქტიკულად, 744,1 ათასი ერთეულით”, — განაცხადა ელცოვამ.  

მან დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამჟამად 76,1 მილიონია, მოსახლეობის დასაქმების დონე მთლიანად რუსეთის ფედერაციაში — 64,7%.


ყველა ახალი ამბავი
0