"როსკომნადზორს" არ სურს "ფეისბუქის", "ტვიტერის" და "გუგლის" დაბლოკვა რუსეთში

© photo: Sputnik / Александр Кряжев / გადასვლა მედიაბანკშისოციალური ქსელი
სოციალური ქსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყებას უცხოურ სოციალურ ქსელებთან რიგი პრეტენზიები დაუგროვდა. „ფეისბუქმა“, „ტვიტერმა“ და „გუგლმა“ არ წარადგინეს გვერდების მომხმარებელთა მიერ დღე–ღამის განმავლობაში დათვალიერების შესახებ გამოთხოვილი მონაცემები.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. „ფეისბუქმა“, „გუგლმა“ და „ტვიტერმა“ შესაძლოა რუსეთის  ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა საკუთარი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და ექსტრემისტული რესურსების დაბლოკვის შესახებ განიხილოს, იუწყება  რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ უწყების წარმომადგენლის ვადიმ ამპელონსკის ოფიციალური ბმულის საშუალებით.

 „ჩვენ ნამდვილად გავუგზავნეთ წერილები  „ფეისბუქს“, „ტვიტერსა“  და  „გუგლს“ ძირითადად მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით ბლოგერებთან დაკავშირებული კანონის ფარგლებში, ასევე რამდენიმე ექსტრემისტული ხასიათის გვერდის წაშლის მოთხოვნით. ჩვენი ამ კომპანიებთან ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმედოვნებთ, რომ მოხდება თანამშრომლობის პროგრესი და რაიმე ღონისძიების გატარება არ მოგვიწევს“, – განაცხადა ამპელონსკიმ.

„ ჩვენ გვესმის რა მნიშვნელობა აქვს რუსი მომხმარებლებისთვის ამ რესურსებს. რაც შეეხება პოტენციურ სანქციებს, რუსული კანონების მიხედვით, ეს ჯარიმები და გვერდების დაბლოკვაა, რამაც შეიძლება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რესურსებზე წვდომის სრულ მოშლამდე მიგვიყვანოს იმის გამო, რომ გამოყენებული იქნება დაშიფრული პროტოკოლი https://.>https://.">https://). თუმცა მსგავსი სიტუაცია ნაკლებად სავარაუდოა“, – შეაჯამა რუსეთის კომუნიკაციების ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა.

უწყებას უცხოურ სოციალურ ქსელებთან რიგი პრეტენზიები დაუგროვდა. „ფეისბუქმა“, „ტვიტერმა“  და „გუგლმა“ არ წარადგინეს მომხმარებელთა მიერ დღე–ღამის განმავლობაში დათვალიერების შესახებ გამოთხოვილი მონაცემები, ასევე ის მონაცემები, რომელიც იმ აქაუნთების მფლობელთა იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა, რომელთაც დღე–ღამის განმავლობაში 3000–ზე მეტი ადამიანი სტუმრობ. მოცემული რესურსები არც თუ აქტიურად ბლოკავენ იმ გვერდებს, რომლებიც, რუსეთის ხელისუფლების აზრით, კანონსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ.

ამასთან, რუსეთის  ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის  აქტიურობას გარკვეული შედეგები  მოაქვს. მიმდინარე წლის აპრილში, უწყების მეთაურის ალექსანდ ჟაროვის წერილის შემდეგ,  „ტვიტერმა“  50–ზე მეტი აქაუნთი დაბლოკა.


ყველა ახალი ამბავი
0