თბილისი, 20 მაისი – Sputnik. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის მდივნის ალექსანდრ ტურჩინოვის მოწოდებას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საკუთარ კომენტარში „უბრალოდ ჰაერის შერხევა“ უწოდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„მე ეს განცხადება არ მომისმენია, რადგან ფედერაციის საბჭოზე გამოვდიოდი სიტყვით. უნდა ვნახო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მსგავსი განცხადების წაკითხვა აზრს მოკლებულად მიმაჩნია. ეს განცხადებები აბსოლუტურად უპერსპექტივო და კონტრპროდუქტიულია და იგი ჰაერის უბრალო შერხევაზე მეტს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლავროვმა.