მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხიდაშელი: საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გზაზე ბევრს მიაღწია

© NEWSGEORGIA, Александр Имедашвилиთინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველომ, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების თვალსაზრისით, ექვსი თვის მანძილზე გააკეთა ის, რისთვისაც მოლდოვას ორი წელი დასჭირდა.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის დასკვნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშისგან განსხვავებული არ იქნება .

ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მეორე ფაზის ძირითადი 15 მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის მეოთხე ბლოკის (მეორე ფაზის) შესრულების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი არსებითია.

”განწყობა ძალიან პოზიტიურია. ჩვენ ველოდებით, რომ დასკვნა, ბუნებრივია, ვერ იქნება იმისგან განსხვავებული, რაც იყო ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების შესახებ, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ის, რისთვისაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა, ჩვენ 6 თვეში გავაკეთეთ“, — განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, დეკლარაციის ბოლო ვერსია, რომელიც ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე (21-22 მაისს) უნდა იქნას მიღებული, საქართველოს დასახული მიზნების მიღწევის იმედს აძლევს.

”დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკური დეკლარაციის უკანასკნელ ვერსიას წარმოადგენს, იმედს იძლევა”, — აღნიშნა ხიდაშელმა.

როგორც უფრო ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტს საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური ასოციაციის და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ქართულ მხარეს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების იმედი აქვს. 


ყველა ახალი ამბავი
0