თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ”ტერორიზმის და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცეტრის” ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოსაზრებებს მსოფლიო მოვლენების შესახებ, რომლის გაცნობაც რუსულ მედიაშია შესაძლებელი. ამის შესახებ მან Sputnik-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
”ინფორმაციას მსოფლიო მოვლენების შესახებ საერთაშორისო და რუსული მედიისგან დაახლოებით თანაბარი თანაფარდობით ვიღებ. რუსულ პრესას ჩემთვის ერთ-ერთი სავალდებულო ადგილი უჭირავს”, - განაცხადა ბადრი ნაჭყებიამ.
ევროპელი და ამერიკელი რესპონდენტების უმეტესობამ, რომლებიც ცნობილმა ბრიტანულმა სააგენტომ ICM Research –მა გამოკითხა „Sputnik.Мнения–ს“ კვლევითი პროექტის ფარგლებში, განაცხადა, რომ სურვილი აქვთ ხელი მიუწვდებოდეთ ალტერნატიულ მოსაზრებებზე მსხვილი საერთაშორისო მოვლენების თაობაზე. მათ შორის გამოხატეს ინტერესი რუსული მედია-საშუალებების მოსაზრებების კუთხით, იუწყება „სპუტნიკის“ პრეს–სამსახური.
შეკითხვას „რამდენად საინტერესო იქნებოდა თქვენთვის ხელი მიგიწვდებოდეთ ალტერნატიულ მოსაზრებებზე საერთაშორისო მოვლენების თაობაზე, მაგალითად, რუსული მედიის მოსაზრებებზე“, გამოკითხული ევროპელებისა და ამერიკელების 60%–მა უპასუხა, რომ სურთ მედიაში იხილონ განსხვავებული მოსაზრებები რეზონანსულ საერთაშორისო მოვლენებზე.
„მსოფლიო მიეჩვია მრავალარხიან ინფორმაციას. ეს არ მიკვირს და ძალზე ნორმალურად აღვიქვამ. დღეს რუსული მასმედია ძალიან სერიოზულად და მწყობრად მუშაობს და მრავალმხრივ ინფორმაციას გვაწვდის. ვხედავთ, რომ რუსული საინფორმაციო სამსახურები უკვე საკმაოდ სოლიდური და სერიოზულები არიან. რუსულთან შედარებით ევროპული საინფორმაციო სტრუქტურები დღეს უფრო სუსტია. ასევე შემიძლია აღვნიშნო საინფორმაციო სამსახურების მუშაობის დონე, მასალების მოწოდების ტექნიკა, ახალი ინფორმაცია — და ახალი საინტერესო ადამიანები. როდესაც რუსეთი ასეთ დონეზე გამოდის, ეს ახალ ინტერესს იწვევს”, — აღნიშნა ბადრი ნაჭყებიამ ICM Research-ის კვლევის შედეგების კომენტარისას.
ცნობა პროექტზე „Sputnik.Мнения“: საერთაშორისო პროექტი, რომელიც შეისწავლის საზოგადოებრივ აზრს, 2014 წლის ივლისში დაიწყო. პროექტის პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კვლევითი კომპანია ICM Research. პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აქტუალურ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე რეგულარულად ტარდება ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში.
Sputnik (sputniknews.com) – ახალი ამბების სააგენტო და რადიო – მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით – ათობით ქვეყანაში. Sputnik–ი მოიცავს საიტებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.