მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანი, საქართველო და აზერბაიჯანი ელექტროენერგიის სფეროში თანამშრომლობას გეგმავენ

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიელექტროსადგური
ელექტროსადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ გამოხატა თეირანის მზადყოფნა საქართველოს ენერგოსისტემაში, კერძოდ, ენერგოსადგურებისა და ელექტორგადამცემი ხაზების მშენებლობაში ინვესტიციების განხორციელების კუთხით.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ირანი, სომხეთი და საქართველო ახლო მომავალში სამმხრივ თანამშრომლობას დაიწყებენ ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ.  ამასთან დაკავშირებით განცხადება  ირანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ჰუშანგ ფალახატიანმა თეირანში ქართველ კოლეგასთან  მარიამ ვალიშვილთან შეხვედრის დროს გააკეთა, იუწყება თეირანის მედია.

„სომხეთის გავლით ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ელექტროენერგიის გაცვლა საქართველოსთან“, – განაცხადა ფალახატიანმა.

ირანის მხარემ გამოხატა თეირანის მზადყოფნა საქართველოს ენერგოსექტორში, კერძოდ, ელექტროსადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაში ინვესტიციების განხორციელების თაობაზე, აცხადებს სააგენტო  Новости – Азербаиджан.                           

თავის მხრივ, მარიამ ვალიშვილმა იმედი გამოთქვა საქართველოს ენერგოსექტორში ირანული კომპანიების აქტიურად ჩართვასთან დაკავშირებით.

მან ასევე ისაუბრა ამ წელს დაგეგმილი ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამმხრივი შეხვედრის შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილე მხარეებს გაეცნონ ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს ქართულ და აზერბაიჯანულ ეკონომიკაში.

დღეს ირანი ახორციელებს ელექტოენერგიის გაცვლას ერაყთან, სომხეთთან, პაკისტანთან, თურქმენეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ავღანეთთან.


ყველა ახალი ამბავი
0