ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს

© photo: Sputnikправительство Грузии
правительство Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik.ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს,– ამის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის,  დავით ბაქრაძის ესპანეთში ვიზიტისას, სადაც მან გამართა  მაღალი დონის რიგი შეხვედრები.

 კერძოდ, 4–5 მაისს მადრიდში ბაქრაძემ გამართა შეხვედრები ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრ ხოსე მანუელ გარსია მარგოლოსთან  (Josе Manuel García-Margallo) და  სახელმწიფოს სხვა მაღალჩინოსნებთან – გვატყობინებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

შეხვედრებზე  მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებზე – ქვეყნის  ინტეგრაციის პერსპექტივებზე  ევროკავშირსა და ნატოში. დიდი ყურადღება დაეთმო „აღმოსავლეთის პარტნიორობის’’ რიგის სამიტის მოლოდინს, რომელიც ჩატარდება 21–22 მაისს.  ქართული მხარე იმედოვნებს ევროკავშირისაგან უვიზო რეჟიმის მიღებას მოახლოებული  სამიტის მსვლელობისას.

„მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ესპანეთში დაადასტურეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა, ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მხრიდან აღიარების  დაფიქსირების მნიშვნელობას და განაცხადეს, რომ ესპანეთი ახლო მომავალში დაასრულებს ტექნიკურ სამუშაოებს  და რატიფიცირებას მისცემს ევროკავშირში საქართველოს ასოცირების შეთანხმებას“,– ნათქვამია ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის პრეს–სამსახურის შეტყობინებაში.

შეხვედრებზე აღნიშნული იქნა თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა თავდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელის მოწერის დაჩქარების შესახებ.

„შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების საკითხზე, კერძოდ, მდგომარეობას ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თავის მხრივ ესპანურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ესპანეთი სამომავლოდაც განაგრძობს არაღიარების  პოლიტიკას“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0