საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო კორპორაცია ”ევექსის” ხელმძღვანელი გააკრიტიკა

больница капельница врачи
больница капельница врачи - Sputnik საქართველო
გამოწერა
ის ფაქტი, რომ 24 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში რეანომობილის არარსებობის გამო გარდაიცვალა, შეიძლებოდა თბილისის ნებისმიერ კლინიკაშიც მომხდარიყო.

თბილისი, 7 მაისი, — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა იმ კლინიკების ხელმძღვანელებს, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში.  მათ შორის, სამედიცინო კორპორაცია ”ევექსის” ხელმძღვანელს, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში სოფელ შუახევში პაციენტის დაღუპვის გამო მოექცა.

1990 წელს დაბადებული დავით დავითაძე, მუცლის არეში  დანით მიყენებული ჭრილობით, 3 მაისს მიიყვანეს მაღალმთიანი სოფლის, შუახევის საავადმყოფოში. მაგრამ იმის გამო, რომ კომპანია ”ევექსს” უკვე გაუქმებული ჰქონდა საავადმყოფოში სტაციონალური მომსახურება, როგორც ამას მედია იტყობინება, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დავითაძესთან ერთად იყო კიდევ ორი დაჭრილი ახალგაზრდა, რომლებიც  ეხლა  მკურნალობენ. საქართველოს შსს-მ უკვე დააკავა ეჭვმიტანილი. 

”მე არ ვიჩქარებ დასკვნების გაკეთებას, თუმცაღა  წინასწარი მონაცემები, სამწუხაროდ, თქვენს სასარგებლოდ არ მეტყველებს. შევხედოთ საბოლოო შედეგებს და გადავწყვიტოთ, რა და როგორ იქნება”,  - განუცხადა სერგეენკომ კლინიკა ”ევექსის” გენერალურ დირექტორს გიორგი მინდიაშვილს. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, რამდენიმე თვის მანძილზე უხსნიდა კლინიკა ”ალდაგსა” და  ”ჩემი ოჯახის კლინიკას” გადაუდებელი დახმარების უწყვეტობის აუცილებლობას.

”არავის მოუვიდოდა აზრად, რომ თქვენ  სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, ასე ვთქვათ, ერთადერთია და არ აქვს ალტერნატივა მთელს რაიონში, საგანგებო სიტუაციების მართვის გარეშე დატოვებდით. თავიდანვე, როცა ჩვენ ერთიან სახელმწიფო დაზღვევას ვნერგავდით, გვქონდა საკამათო საკითხები საგანგებო სიტუაციებზე არა მხოლოდ თქვენთან, არამედ სხვა კლინიკებთანაც”, — აღნიშნა სერგეენკომ. 

მინისტრმა გაკვირვება გამოთქვა იმასთან დაკავშირებითაც, რომ კლინიკაში არ აღმოჩნდა არც ქირურგი, არც ანესთეზიოლოგი და არც პედიატრი. უფრო მეტიც, ვერ მოხერხდა პაციენტის სხვა საავადმყოფოში გადაყვანა.

”თუ თქვენ არ შეგიმცირებიათ რაღაც სერვისები, მაშინ რატომ არ იყვნენ ადგილზე  ქირურგი, ანესთეზიოლოგი ან პედიატრი?! ნუთუ ქირურგიული სისხლდენის შეჩერება ამინოკაპრონის მჟავით შეძლებოდა?.. თქვენ (პაციენტის)  მანქანით გადაყვანაც კი ვერ შეძელით. და საერთოდ, რას იზამთ ზამთარში, როცა გზები გადაიკეტება?!”, — განაცხადა სერგეენკომ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მოცემული შეხვედრის ფორმატში არ შეუდგება იმის დეტალურ ანალიზს, რაც შუახევის საავადმყოფოში მოხდა, თუმცა ბოლომდე შეისწავლის საქმეს.

თავის მხრივ ”ევექსის” გენერალურმა დირექტორმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს კომპანიამ შუახევის კლინიკაში  სტაციონალური მომსახურება გააუქმა.

”კომპანიას არანაირი ცვლილება არ განუხორციელებია სამედიცინო სერვისში და ის ფაქტი, რომ 24 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში რეანომობილის არარსებობის გამო გარდაიცვალა, შეიძლებოდა თბილისის ნებისმიერ კლინიკაშიც მომხდარიყო”, — თქვა მინდიაშვილმა.

მისი სიტყვებით, მონიტორინგისა და ექსპერტიზის შედეგად ისიც დადგინდება, თუ რა მიზეზით გარდაიცვალა ახალგაზრა მამაკაცი.

”დამატებითი დაზღვევისთვის დავამატეთ რეანიმობილი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იყო. სამწუხაროდ, გამთენიისას (3.30 საათზე) 4 წლის ბავშვი გადაიყვანეს შუახევიდან ბათუმში  და სწორედ ამ დროს შუახევის საავადმყოფოში სამი დაჭრილი მიიყვანეს. ვფიქრობ, რომ ამგვარი შემთხვევა მარტო შუახევში კი არა, თბილისშიც შეიძლებოდა მომხდარიყო. ამ ფაქტმა დიდად ააღელვა ხალხი”, — განაცხადა მინდიაშვილმა.

მინისტრი დაეთანხმა იმას, რომ საგანგებო სიტუაციები ხდება, მაგრამ ასეთ დროს კლინიკას უნდა ჰქონდეს მოქმედების გეგმა.

”თითოეულ დაწესებულებას ჯანდაცვის სამინისტროსგან მიცემული აქვს ბრძანება, რომ ამგვარი სიტუაციებისთვის კლინიკას ჰქონდეს მოქმედების გეგმა, როგორ მოიქცეს მსგავს ვითარებაში. ეს არ არის სიახლე, ასე იყო ჩემამდეც, როცა მე მთავარ ექიმად ვმუშაობდი”, — აღნიშნა სერგეენკომ.

ამასთან, მინისტრმა მიუსამძიმრა დაღუპული დავით დავითაძის ოჯახს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0