საქართველოს პარლამენტი ოთხშაბათს 19 სხდომაზე 19 მინისტრს მოუსმენს

© пресс-служба Ираклия Гарибашвилиправительство Грузии
правительство Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ვალუტის, ლარის გაუფასურების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მთვრობის ეკონომიკურ გუნდს დაეთმობა.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები განახლებული მთავრობის წარმომადგენლებს  16 კომიტეტის სხდომასა და ასევე უმრავლესობის  (კოალიცია ”ქართული ოცნება”),  უმცირესობის (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) და ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” სხდომებზე მოუსმენენ, იტყობინება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, ხუთშაბათს, 7 მაისს.

მარგველაშვილმა 6 მაისს პარლამენტს განახლებული მინისტრთა კაბინეტის წევრთა სია  გაუგზავნა, რომელიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მაისს წარუდგინა.  იმ დღეს პრეზიდენტმა უარი განაცხადა ხელი მოეწერა წარდგენილ სიაზე და განაცხადა, რომ პრემიერსა და პარლამენტს ერთკვირიან ვადას აძლევს მშვიდ გარემოში მთავრობის შემადგენლობის განსასაზღვრად. 

”უმრავლესობა განწყობილია ყველას მოსასმენად. რა თქმა უნდა, იქნება შეკითხვები… გაიმართება კომიტეტების სხდომები, შეხვედრები ფრაქციებთან – უმრავლესობასა და უმცირესობასთან, რომლებიც, ჩემი აზრით, დასრულდება საერთო განწყობით – მთავრობა მიიღებს პარლამენტის ნდობას”,  - განუცხადა  ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა. 

მისი სიტყვებით, ეროვნული  ვალუტის, ლარის გაუფასურების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მთვრობის ეკონომიკურ გუნდს დაეთმობა.

უკვე ცნობილია, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის მხარის დაჭერას არ აპირებს საპარლამენტო ოპოზიცია —  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ალასანიას პარტია ”ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატების” წევრები.

”ჩვენ აბსოლუტურად არაადეკვატურ მდგომარეობაში ვართ, რამდენადაც გვიწევს შევხვდეთ მთავრობას, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, რომელსაც საერთოდ არ აქვს გეგმა და რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში საერთოდ არაა კრიზისი. მათ არ ესმით, რა ხდება ქვეყანაში”, — განაცხადა ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო რატიანმა.

”თავისუფალი დემოკრატები”  მხარს არ დაუჭერენ  მთავრობის ახალ შემადგენლობას. რაც შეეხება მათ (მთავრობის) გეგმებს, ისინი აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ეს მთავრობა და მათი ქმედებები. მათი ქმედებები კი ძალზე მკვეთრ ციფრებშია ასახული — ლარის კურსში”, — აღნიშნა ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა. 

ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, კანონმდებლობის შესაბამისად, თხოვნით მიმართა პრეზიდენტს, დაენიშნა საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე პლენარული სხდომა პარასკევს, 8 მაისისთვის. განახლებული მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის ვოტუმის გამოცხადებისათვის აუცილებელია პარლამენტის სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობა.  გამომდინარე იქიდან, რომ სხდომაზე პირველივე საკითხად გამოტანილი იქნება ახალი მინისტრებისთვის სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევის საკითხი, განახლებული მთავრობისთვის ხმის მიცემის დროს პარლამენტი  148 დეპუტატით იქნება  წარმოდგენილი.  

როგორც ადრე მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ის, რომ პარლამენტს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოცხადებული ნდობა  განახლებული მთავრობისთვის,  დაგეგმილი ღონისძიებებისა და ვიზიტების გათვალისწინებით, გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში.

2014 წლის ივლისში დამტკიცებული მთავრობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც 29 აპრილს მინისტრთა კაბინეტის რიგით მეშვიდე წევრი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი – დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. სამინისტროს სათავეში საავტომობილო ჰოლდინგ Iberia Business Group-ის პრეზიდენტი ტარიელ ხიჩიკაშვილი ჩაუდგა. 

გარდა ამისა, მთავრობა შეივსო  მინისტრთა კაბინეტის ორი ახალი წევრით: თავდაცვის მინისტრი გახდა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი, ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი — აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0