სმენადაქვეითებული ადამიანები სახელმწიფო სერვისებით შინიდან გაუსვლელად ისარგებლებენ

© photo: Sputnikправительство Грузии
правительство Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსურველებს შეეძლებათ კონსულტაცია გაიარონ სკაიპის საშუალებით საიტზე sda.ge. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეეძლებათ დაუკავშირდნენ დისტანციური სერვისების სამსახურს და ჟესტების ებაზე მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. სმენადაქვეითებული პირები შეძლებენ ისარგებლონ საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  31 დისტანციური მომსახურების სახელმწიფო სერვისით, –ამის შესახებ იტყობინება უწყების პრეს–სამსახური.

განცხადების შეტანა ბიომეტრიული პასპორტის, დაბადების მოწმობის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის ან გვარის შეცვლის და ა.შ.,  საბუთის მისაღებად შესაძლებელი იქნება დილის 09:00–დან საღამოს 21:00–მდე.

მსურველებს შეეძლებათ კონსულტაცია გაიარონ სკაიპის საშუალებით საიტზე sda.ge.  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეეძლებათ დაუკავშირდნენ დისტანციური სერვისების სამსახურს და ჟესტების ებაზე მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0