საქართველოს პრეზიდენტი არ საუბრობს იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით პრეზიდენტობაზე

© photo: SputnikГрузия флаг
Грузия флаг - Sputnik საქართველო
გამოწერა
„არავითარ შემთხვევაში არ იქნება მართალი, თუ ამის შესახებ კომენტარს გავაკეთებ... მე, როგორც პოლიტიკოსი, ვემორჩილები კანონებს, რომლებითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ ამ პოლიტიკურ რეალობაში".

თბილისი, 7 მაისი —Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავი შეიკავა პასუხისგან შეკითხვაზე, აპირებს თუ არა კენჭისყრას მეორე ვადით 2018 წლის შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

 „არავითარ შემთხვევაში არ იქნება მართალი, თუ ამის შესახებ კომენტარს გავაკეთებ… მე, როგორც პოლიტიკოსი, ვემორჩილები კანონებს, რომლებითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ ამ პოლიტიკურ რეალობაში, გარემოში, სადაც მასმედია ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს,“ – განაცხადა მარგველაშვილმა მულტიმედიური პორტალ Artarea TV–ის პროგრამა „პოლიტარტის“ ეთერში.

 გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა,  2013 წლის 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.  ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია თბილისში 2013 წლის 17 ნოემბერს შედგა.

ყველა ახალი ამბავი
0