საქართველოს პრეზიდენტმა პარასკევისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა

© photo: Sputnikправительство Грузии
правительство Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
განახლებული მთავრობისათვის ხმის მიცემის მომენტში პარლამენტი 148 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისათვის ხმათა უმრავლესობა არის საჭირო.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხუთშაბათს, 7 მაისს, გამოსცა განკარგულება პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შესახებ, რომელზეც მოხდება მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა, იუწყება ხელისუფლების მეთაურის პრეს–სამსახური.

 მარგველაშვილმა 6 მაისს პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის სია გადაუგზავნა, რომელიც 1 მაისს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარმოადგინა. იმავე დღეს პრეზიდენტმა უარი განაცხადა მისთვის წარდგენილი  სიის ხელის მოწერაზე და განაცხადა, რომ პრემიერსა და პარლამენტს აძლევს 1 კვირას, მთავრობის შემადგენლობის მშვიდ გარემოში ჩამოსაყალიბებლად.

 „საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კონტიტუციის 61–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოწვეულ იქნა 2015 წლის 8 მაისს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

 ნდობის გამოცხადების საკითხი 2014 წლის ივლისში  ღარიბაშვილის მეთაურობით დამტკიცებული ხელისუფლებისთვის  წინ  წამოიწია მას შემდეგ, რაც 29 აპრილს  მინისტრთა კაბინეტის  რიგით მე–7 წევრმა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა  დატოვა დაკავებული თანამდებობა. სამინისტროს სათავეში ჩაუდგა  საავტომობილო ჰოლდინგ  „იბერია ბიზნეს ჯგუფი“-ს პრეზიდენტი ტარიელ ხიჩიკაშვილი.

 გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტი შეივსო კიდევ 2 წევრით –  თავდაცვის მინისტრი გახდა  პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი,  ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად — პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი.

მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის ვოტუმის დასადასტურებლად პარლამენტის სიითი შემადგენლობის ხმების უმრავლესობა არის  საჭირო. გამომდინარე იქიდან, რომ სხდომის პირველი საკითხი ახალი მინისტრებისათვის  დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საკითხი იქნება, განახლებული მთავრობისათვის  ხმის მიცემის მომენტში პარლამენტი 148 დეპუტატით  იქნება წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0