ალასანია სააკაშვილის პარტიის წევრებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

© photo: Sputnikსაქართევლოს დროშა
საქართევლოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
"2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებთ და შევძლებთ მმართევლი ძალის გამარჯვებას".

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრი, ოპოზიციური პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“  ლიდერი  ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს თანამშრომლობას როგორც „ქართული ოცნების“ „საღად მოაზროვნე“ წევრებთან, ისე ექს–პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან.

 „ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტია შეძლებს მმართველი ძალის გამარჯვებას (2016 წლის საპარლამენტო არჩევნები) და მთავრობის ფორმირებას. ჩვენ მასში მონაწილეობას  დამოუკიდებლად მივიღებთ, მაგრამ მომავალში შევძლებთ „ქართული ოცნებისა“  და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საღად მოაზროვნე ხალხთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას,"–განაცხადა ალასანიამ რუსულ გამოცემასთან " მსოფლიო და პოლიტიკა"( Мир и политика"ინტერვიუში.

 მისი სიტყვებით, „თავისუფალი დემოკრატები“ ქვეყნის ალტერნატიულ ძალას წარმოადგენენ.

„ქართველი ამომრჩევლის დაახლოებით 40%–ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას. ეს სეგმენტი ელის ალტერნატიულ ძალას და ივანიშვილსა და სააკაშვილს. საზოგადოებისათვის მათი მმართველობის სტილი მიუღებელია. სწორედ ჩვენ ვართ ასეთი ალტერნატივა. უნდა დავნერგოთ ახალი პოლიტიკური კულტურა,“ – განაცხადა ალასანიამ.

 ამასთანავე  მან აღნიშნა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, შეძლებენ „ყველა პროგრესული პროდასავლური ძალის“ გაერთიანებას.

 საქართველოს პრემიერ–მინისტრმა 2014 წლის 4 ნოემბერს ალასანია გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრის  თანამდებობიდან. ამას წინ უსწრებდა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და თავდაცვის სამინისტროს შორის წინააღმდეგობა, რაც გამოწვეული იყო სისხლის სამართლის რამდენიმე საქმის აღძვრით თავდაცვის უწყების ჩინოვნიკებთან დაკავშირებით. ალასანია იმთავითვე ეჭვობდა საკუთარი თანამშრომლების ბრალეულობაში და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა ხორციელდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0