ირაკლი ალასანიას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების სჯერა

© photo: SputnikГрузия флаг
Грузия флаг - Sputnik საქართველო
გამოწერა
"დღევანდელ პირობებში საჭიროა ვეძებოთ გადაკვეთის ახალი წერტილები. მინიმალურ დონეზე ურთიერთობის აღდგენის შემდეგ შესაძლებელი იქნება პოლიტიკაში რაიმე სახის გარღვევაზე საუბარი."

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრს, ოპოზიციური პარტიის „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ მოქმედ ლიდერს ირაკლი ალასანიას სჯერა, რომ დროთა განმავლობაში საქართველო დაალაგებს რუსეთთან ურთიერთობას, მაგრამ ახლა მას სხვა ამოცანები აქვს.

 „მჯერა, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ დავალაგებთ ურთიერთობას რუსეთთან, თუნდაც წლების შემდეგ. ახლა ჩვენი ამოცანაა, არ გავიმეოროთ წინააღმდეგობა, განსაკუთრებით საომარი,"– განაცხადა ალასანიამ რუსულ გამოცემასთან „მსოფლიო და პოლიტიკა“ (Мир и политика) ინტერვიუში. მისი აზრით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მაგრამ უახლოეს დროში ეს არ მოხდება.

 „დღევანდელ პირობებში საჭიროა ვეძებოთ გადაკვეთის ახალი წერტილები. ეს ეხლა არის  ეკონომიკა და კულტურა. მინიმალურ დონეზე ურთიერთობის აღდგენის შემდეგ შესაძლებელი იქნება პოლიტიკაში  რაიმე სახის გარღვევაზე საუბარი. თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს დროში ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ ურთიერთობებში ასეთი პროგრესი არ იქნება,“ – აღნიშნა ალასანიამ.

 საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დალაგების პერსპექტივას ალასანია საქართველოს ტრანზიტულ როლში ხედავს.

 „საჭიროა საქართველოს ტრანზიტულ მიმზიდველობაზე და ეკონომიკურ ურთიერთობებზე კონცენტრირება, მათთვის უფრო მეტად ინტესნიური სახის მიცემა. ამასთან, რუსეთთან საჭიროა მუდმივად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციაზე საუბარი. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეგიონში ჩნდება ახალი ეკონომიკური შესაძებლობები იმის გამო, რომ ერთვება ირანიც. და აი,  აქ,  საქართველოს აქვს პოტენციალი, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ. ჩვენ ასევე შეგვიძლია ჩვენი ტრანზიტული შესაძლებლობები „ჩრდილოეთი–სამხრეთი“–ს დერეფნად გამოვიყენოთ. ამ თემატიკის ფარგლებში რუსეთთან დიალოგის ახალი პლატფორმა გვეძლევა,“ – განაცხადა ალასანიამ.

 თბილისმა, 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების შემდეგ, გაწყვიტა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ ხელისუფლებაში, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დალაგება დაასახელეს, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიების შენარჩუნების პრინციპის დაურღვევლად.

 2012 წლის ნოემბერში საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე დაინიშნა პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში. მას შემდეგ დაიწყო ეკონომიკური ურთიერთობების დალაგება – ქართული ღვინო და მინერალური წყალი, ასევე სხვა სასოფლო–სამეურნეო პროდუქცია დაბრუნდა რუსულ ბაზარზე.

ყველა ახალი ამბავი
0