საქართველოს სამ ციხეში მსჯავრდებულთა მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას გამოიყენებენ

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდივიდუალური მიდგომა ამოქმედდება სასჯელაღსრულების #5 ქალთა დახურული და ნახევრად ღია ტიპის და #6 დახურული და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში და მსჯავრდებულთა #16 დაბალი რისკის დაწესებულებაში.

თბილისი, 7 მაისი–Sputnik. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება ”სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმარების დამტკიცების შესახებ”, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამ საპატიმროში თითოეული მსჯავრდებულის  მიმართ ინდივიდუალური მიდგომა ამოქმედდება.

კერძოდ, როგორც ნათქვამია ბრძანებაში, ინდივიდუალური მიდგომა ითვალისწინებს მუშაობის  პროცესს თითოეულ პატიმართან, რისკებისა და საჭიროებების ინდივიდუალურ შეფასებას,  ციხეში თითოეული მსჯავრდებულისთვის ჯანსაღი ვითარების შექმნას და მის ჩართვას სპეციალურ სარეაბილიტაციო პროგრამაში, ასევე ინდივიდუალური გეგმის შედგენას დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის შესამცირებლად.

ინდივიდუალური მიდგომა ამოქმედდება სასჯელაღსრულების  #5 ქალთა დახურული და ნახევრად  ღია ტიპის და #6  დახურული და ნახევრად ღია ტიპის  დაწესებულებებში (ორივე საპატიმრო  მდებარეობს გარდაბნის რაიონის სოფელ მთისძირში, ქვემო ქართლის რეგიონში)  და მსჯავრდებულთა #16 დაბალი რისკის  დაწესებულებაში (ქალაქი რუსთავი, ქვემო ქართლი).

როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ამ სამი დაწესებულების მსჯავრდებულებთან იმუშავებს მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელშიც შევლენ სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელი და ექიმი.

ახალი წესების თანახმად, დაწესებულებაში მოხვედრიდან ერთი თვის შემდეგ  პატიმარი შეხვდება მულტიდისციპლინურ ჯგუფს და გაესაუბრება მის თითოეულ წევრს, რის შემდეგაც  მისთვის იქნება შედგენილი  სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა, არანაკლებ 12 თვის ვადით, ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

ამასთან, გეგმაში  უნდა შედიოდეს  რესოციალიზაციისა და რეაბილიტაცის პროგრამასა და მისი შესრულების აქტიურობის დაგეგმვას. ამასთან ჯგუფის კოორდინატორი სამ თვეში ერთხელ  გამართავს შეხვედრებს პატიმრებთან.

გეგმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე მულტიდისციპლინარული ჯგუფი შეაფასებს პატიმარს და შეადგენს ახალ ინდივიდუალურ გეგმას  რისკებისა და საჭიროებების მიმდინარე შეფასების საფუძველზე. 

 

 

 

!-- —>

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0