ჩხეიძის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში შეზღუდვები წესდება

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშირეზო ჩხეიძე
რეზო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინორეჟისორს ხუთშაბათს, თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ, პანაშვიდი კი წმიდა სამების ტაძარში გაიმართება.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, საბჭოთა კავშირისა  და საქართველოს სახალხო არტისტის რეზო ჩხეიძის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, თბილისის ცენტრში ტრანსპორტის  მოძრაობის შეზღუდვა წესდება, განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახური.

ცნობილი ფილმის „ჯარისკაცის მამა“ რეჟისორი რეზო ჩხეიძე  3 მაისს, საღამოს,  89 წლის ასაკში  მძიმე ავადმყოფობის  შედეგად  თბილისში გარდაიცვალა. კინორეჟისორს ხუთშაბათს,  თბილისში, დიდუბის  საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ, პანაშვიდი კი წმიდა სამების ტაძარში  გაიმართება.

„სამების საკათედრო ტაძრის ცენტრალური შესასვლელის მოედანთან, შეზღუდული იქნება ავტომანქანების გადაადგილება და  გაჩერება. მესხიშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნამდე, ასევე ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეზღუდული იქნება  ტრანსპორტის გაჩერება ორივე მიმართულებით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

სამების ტაძრიდან დიდუბის პანთეონამდე ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს.

„დიდუბის პანთეონის ქვედა ნაწილში, ქუთაისის ქუჩაზე შეზღუდული იქნება  ტრანსპორტის მოძრაობა. დღის მანძილზე გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს მარჯვენა სანაპიროზეც,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ჩხეიძე  დაიბადა 1926 წლის 8 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში. 1943–1946  წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს.იუტკევიჩის და მ. რომის სახელოსნო).

ასწავლიდა კინოისტორიას და რეჟისურას რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა სამსახიობო სახელოსნოს, იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი. გადაიღო ისეთი ფილმები, როგორიცაა: „ჯარისკაცის მამა“, „ნერგები“, „მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი“, „აქ განთიადია“ და სხვები.

 

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0