https://sputnik-georgia.com/20210823/dedofali-elisabeti-princharisa-da-megan-markls-sasamarToSi-uCivlebs-252647958.html
„მორჩა, საკმარისია!“ – ელისაბედ II შვილიშვილსა და მის ცოლს სასამართლოში უჩივლებს
„მორჩა, საკმარისია!“ – ელისაბედ II შვილიშვილსა და მის ცოლს სასამართლოში უჩივლებს
Sputnik საქართველო
ბრიტანეთის მხცოვან დედოფალს მაინც აქვს იმედი, რომ შვილიშვილი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი გონს მოეგებიან. 23.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-23T11:12+0400
2021-08-23T11:12+0400
2023-07-20T15:44+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/18/251811248_0:37:3072:1765_1920x0_80_0_0_d5b6d8720fa686db3c4df1c2b76e8b39.jpg
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ თანაშემწეებს პრინც ჰარისა და მისი მეუღლის მეგან მარკლის წინააღმდეგ სასამართლო განხილვების დაგეგმვა დაავალა, რომლებიც სამეფო კარზე თავდასხმებს არ წყვეტენ, იუწყება გამოცემა The Sun.გამოცემის წყაროს თქმით, დედოფალი „აღშფოთებულია განმეორებადი თავდასხმებით“.ამასთან, როგორც ტაბლოიდი წერს, ელისაბედ მეორე მზადაა სასამართლოში წასასვლელად, მაგრამ იმედი აქვს, რომ შვილიშვილი და მისი მეუღლე მანამდე გონს მოეგებიან და კონფლიქტს შეწყვეტენ.მისი თქმით, ამ დროისათვის იურისტები კონსულტაციებს მართავენ ცილისწამების საქმეებში ექსპერტებთან.გარდა ამისა, დედოფლის ადვოკატები გაფრთხილების გაგზავნას აპირებენ კომპანია Penguin Random House-სთვის, რომელიც პრინც ჰარის მემუარების გამოქვეყნებას გეგმავს.მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჰარიმ გამომცემლობისგან უკვე მიიღო მოზრდილი ავანსი თავისი მოგონებების სანაცვლოდ, რომელსაც ის წერს „არა როგორც პრინცი, არამედ როგორც ადამიანი, რომლადაც ჩამოყალიბდა“.მეგან მარკლის მამა შვილიშვილების ნახვის უფლებისთვის სასამართლოში იბრძოლებს>>ბუკინგემის სასახლეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობა ბრიტანეთის სამეფო კართან საბოლოოდ მას შემდეგ გაფუჭდა, რაც წყვილმა 2021 წლის მარტში სკანდალური ინტერვიუ მისცა ამერიკელ ტელეწამყვან ოპრა უინფრის. ინტერვიუში სასექსის ჰერცოგინიამ სამეფო ოჯახის ზოგი წევრის რასისტულ განწყობებზე მიანიშნა.
https://sputnik-georgia.com/20210802/princi-hari-dedopali-wigni-252483716.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/18/251811248_295:0:3026:2048_1920x0_80_0_0_4f9e7e0c99932d2e75c9ba6c10360202.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
„მორჩა, საკმარისია!“ – ელისაბედ II შვილიშვილსა და მის ცოლს სასამართლოში უჩივლებს
11:12 23.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) ბრიტანეთის მხცოვან დედოფალს მაინც აქვს იმედი, რომ შვილიშვილი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი გონს მოეგებიან.
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ თანაშემწეებს პრინც ჰარისა და მისი მეუღლის მეგან მარკლის წინააღმდეგ სასამართლო განხილვების დაგეგმვა დაავალა, რომლებიც სამეფო კარზე თავდასხმებს არ წყვეტენ, იუწყება გამოცემა
The Sun. გამოცემის წყაროს თქმით, დედოფალი „აღშფოთებულია განმეორებადი თავდასხმებით“.
ამასთან, როგორც ტაბლოიდი წერს, ელისაბედ მეორე მზადაა სასამართლოში წასასვლელად, მაგრამ იმედი აქვს, რომ შვილიშვილი და მისი მეუღლე მანამდე გონს მოეგებიან და კონფლიქტს შეწყვეტენ.
„არსებობს მოთმინების ზღვარი. დედოფალსა და მის ოჯახს უკვე ყელში ამოუვიდათ ეს შეტევები <...>. ჰარი და მეგანი მიხვდებიან, რომ შემდგომი თავდასხმები დაუშვებელია“, — აღნიშნა წყარომ.
მისი თქმით, ამ დროისათვის იურისტები კონსულტაციებს მართავენ ცილისწამების საქმეებში ექსპერტებთან.
გარდა ამისა, დედოფლის ადვოკატები გაფრთხილების გაგზავნას აპირებენ კომპანია Penguin Random House-სთვის, რომელიც პრინც ჰარის მემუარების გამოქვეყნებას გეგმავს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჰარიმ გამომცემლობისგან უკვე მიიღო მოზრდილი ავანსი თავისი მოგონებების სანაცვლოდ, რომელსაც ის წერს „არა როგორც პრინცი, არამედ როგორც ადამიანი, რომლადაც ჩამოყალიბდა“.
ბუკინგემის სასახლეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობა ბრიტანეთის სამეფო კართან საბოლოოდ მას შემდეგ გაფუჭდა, რაც წყვილმა 2021 წლის მარტში სკანდალური ინტერვიუ მისცა ამერიკელ ტელეწამყვან ოპრა უინფრის. ინტერვიუში სასექსის ჰერცოგინიამ სამეფო ოჯახის ზოგი წევრის რასისტულ განწყობებზე მიანიშნა.