https://sputnik-georgia.com/20210802/princi-hari-dedopali-wigni-252483716.html
პრინცი ჰარის საიდუმლო წიგნი დედოფლის გარდაცვალების შემდეგ გამოვა?
პრინცი ჰარის საიდუმლო წიგნი დედოფლის გარდაცვალების შემდეგ გამოვა?
Sputnik საქართველო
სამეფო ოჯახი და საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდება მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ოჯახისგან მორიგ სკანდალურ განაცხადს – პრინც ჰარის მემუარებს. 02.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-02T15:00+0400
2021-08-02T15:00+0400
2023-07-20T15:43+0400
ეს საინტერესოა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252439101_0:0:2764:1555_1920x0_80_0_0_a01d9e7a15ff688c43e992c1000d8d6e.jpg
პრინცმა ჰარიმ უარყო ჭორები, რომ მისი წიგნი მხოლოდ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდება. ამის შესახებ Us Weekly იუწყება.პრინცის წარმომადგენლის თქმით, დედოფლის გარდაცვალება არ არის მემუარების გამოქვეყნების პირობა. სხვა ბრალდებები გამომცემელთან ჰარის კონტრაქტის შესახებ, რომელიც ციტირებული იყო Daily Mail-ში, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს.ჰარის საიდუმლო მოგონებების შესახებ ჭორების წყარომ გაზეთ Daily Mail-თან განაცხადა, რომ პრინცი შეუთანხმდა Penguin Random House-ს არა ერთი, არამედ ოთხი წიგნის გამოცემაზე და მეორე წიგნი მხოლოდ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდოდა. მესამე დაეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესს და მისი ავტორი იქნება ჰარის ცოლი მეგან მარკლი. მეოთხე წიგნის თემა უცნობი დარჩა.ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰარი, სავარაუდოდ, შეთანხმდა გამომცემლობა Penguin Random House-თან, რათა გამოექვეყნებინა მისი მემუარები და უკვე მიიღო წინასწარი ავანსი - მინიმუმ 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. სამეფო ბიოგრაფი ანგელა ლევინი ამტკიცებდა, რომ წიგნი მიეძღვნება პრინცესა დიანას გარდაცვალებას.
https://sputnik-georgia.com/20220421/princi-hari-megan-markli-qorwilebi-252358259.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252439101_35:0:2764:2047_1920x0_80_0_0_23b700330bb2f102b4f72b80d31ffc67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ეს საინტერესოა, მსოფლიოს ახალი ამბები
ეს საინტერესოა, მსოფლიოს ახალი ამბები
პრინცი ჰარის საიდუმლო წიგნი დედოფლის გარდაცვალების შემდეგ გამოვა?
15:00 02.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) სამეფო ოჯახი და საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდება მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ოჯახისგან მორიგ სკანდალურ განაცხადს – პრინც ჰარის მემუარებს.
პრინცმა ჰარიმ უარყო ჭორები, რომ მისი წიგნი მხოლოდ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდება. ამის შესახებ
Us Weekly იუწყება.
პრინცის წარმომადგენლის თქმით, დედოფლის გარდაცვალება არ არის მემუარების გამოქვეყნების პირობა. სხვა ბრალდებები გამომცემელთან ჰარის კონტრაქტის შესახებ, რომელიც ციტირებული იყო Daily Mail-ში, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს.
ჰარის საიდუმლო მოგონებების შესახებ ჭორების წყარომ გაზეთ Daily Mail-თან განაცხადა, რომ პრინცი შეუთანხმდა Penguin Random House-ს არა ერთი, არამედ ოთხი წიგნის გამოცემაზე და მეორე წიგნი მხოლოდ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდოდა. მესამე დაეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესს და მისი ავტორი იქნება ჰარის ცოლი მეგან მარკლი. მეოთხე წიგნის თემა უცნობი დარჩა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰარი, სავარაუდოდ, შეთანხმდა გამომცემლობა Penguin Random House-თან, რათა გამოექვეყნებინა მისი მემუარები და უკვე მიიღო წინასწარი ავანსი - მინიმუმ 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. სამეფო ბიოგრაფი ანგელა ლევინი ამტკიცებდა, რომ წიგნი მიეძღვნება პრინცესა დიანას გარდაცვალებას.