https://sputnik-georgia.com/20210803/saqarTvelos-saelCo-TurqeTSi-mcxovreb-Tanamemamuleebs-afrTxilebs-252490911.html
საქართველოს საელჩო თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს აფრთხილებს
საქართველოს საელჩო თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს აფრთხილებს
Sputnik საქართველო
თურქეთში თითქმის ერთი კვირაა ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ქვეყნის სამხრეთით ტყის მასივებს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი... 03.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-03T11:44+0400
2021-08-03T11:44+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1f/252471548_0:162:1600:1067_1920x0_80_0_0_f1a17b7ab2b4d591e805c27d273c973e.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საელჩო თურქეთში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და თურქეთის მუღლასა და ანტალიის რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, საელჩოსთან დაკავშირებას ურჩევს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთის რესპუბლიკის მუღლასა და ანტალიის რეგიონები, ბოლო პერიოდში გავრცელებული ტყის ხანძრების გამო, გამოცხადებულია სტიქიური უბედურების ზონებად.„შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს მითითებულ ნომრებზე: ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 312 491 80 30; +90 312 491 80 34; +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80“, – აღნიშნულია განცხადებაში.უკვე რამდენიმე დღეა თურქეთში ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი გადავიდა დასახლებულ პუნქტებში, მოედო საცხოვრებელ უბნებსა და სასტუმროებს. ევაკუაცია გრძელდება კურორტებიდან. ხანძრის ჩაქრობაში 4 ათასზე მეტი მეხანძრე, ექვსი თვითმფრინავი და 51 ვერტმფრენი მონაწილეობს.ბოლო მონაცემებით, 30 პროვინციაში გაჩენილი ხანძრის კერების ნაწილი ჩამქრალია. ბოლო დღეებში ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, დამწვარია 95 ათასი ჰექტარი ტერიტორია.
https://sputnik-georgia.com/20210731/cecxlis-alshi-gaxveuli-turqeti-252472944.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1f/252471548_0:62:1600:1067_1920x0_80_0_0_9cb694e1c1be9c799b80340b456db665.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
საქართველოს საელჩო თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს აფრთხილებს
11:44 03.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) თურქეთში თითქმის ერთი კვირაა ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ქვეყნის სამხრეთით ტყის მასივებს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საელჩო თურქეთში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და თურქეთის მუღლასა და ანტალიის რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, საელჩოსთან დაკავშირებას ურჩევს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთის რესპუბლიკის მუღლასა და ანტალიის რეგიონები, ბოლო პერიოდში გავრცელებული ტყის ხანძრების გამო, გამოცხადებულია სტიქიური უბედურების ზონებად.
„შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს მითითებულ ნომრებზე: ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 312 491 80 30; +90 312 491 80 34; +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80“, – აღნიშნულია
განცხადებაში.
უკვე რამდენიმე დღეა თურქეთში ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი გადავიდა დასახლებულ პუნქტებში, მოედო საცხოვრებელ უბნებსა და სასტუმროებს. ევაკუაცია გრძელდება კურორტებიდან. ხანძრის ჩაქრობაში 4 ათასზე მეტი მეხანძრე, ექვსი თვითმფრინავი და 51 ვერტმფრენი მონაწილეობს.
ბოლო მონაცემებით, 30 პროვინციაში გაჩენილი ხანძრის კერების ნაწილი ჩამქრალია. ბოლო დღეებში ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, დამწვარია 95 ათასი ჰექტარი ტერიტორია.