საქართველოს საელჩო თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს აფრთხილებს

© AFP 2024 / ILYAS AKENGINხანძრის კვამლი
ხანძრის კვამლი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოწერა
თურქეთში თითქმის ერთი კვირაა ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ქვეყნის სამხრეთით ტყის მასივებს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საელჩო თურქეთში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და თურქეთის მუღლასა და ანტალიის რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, საელჩოსთან დაკავშირებას ურჩევს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთის რესპუბლიკის მუღლასა და ანტალიის რეგიონები, ბოლო პერიოდში გავრცელებული ტყის ხანძრების გამო, გამოცხადებულია სტიქიური უბედურების ზონებად.
ტყის ხანძარი მარმარისის მახლობლად - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2021
ცეცხლის ალში გახვეული თურქეთი: სურათები უბედურების ზონიდან, სადაც ხანძარი მძვინვარებს
„შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს მითითებულ ნომრებზე: ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 312 491 80 30; +90 312 491 80 34; +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უკვე რამდენიმე დღეა თურქეთში ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი გადავიდა დასახლებულ პუნქტებში, მოედო საცხოვრებელ უბნებსა და სასტუმროებს. ევაკუაცია გრძელდება კურორტებიდან. ხანძრის ჩაქრობაში 4 ათასზე მეტი მეხანძრე, ექვსი თვითმფრინავი და 51 ვერტმფრენი მონაწილეობს.
ბოლო მონაცემებით, 30 პროვინციაში გაჩენილი ხანძრის კერების ნაწილი ჩამქრალია. ბოლო დღეებში ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, დამწვარია 95 ათასი ჰექტარი ტერიტორია.
ყველა ახალი ამბავი
0