https://sputnik-georgia.com/20210801/dedamiwadenTis-kasrad-iqca-Seuqcevadi-procesebi-252477834.html
დედამიწა დენთის კასრად იქცა: მეცნიერები კაცობრიობას შეუქცევად პროცესებზე აფრთხილებენ
დედამიწა დენთის კასრად იქცა: მეცნიერები კაცობრიობას შეუქცევად პროცესებზე აფრთხილებენ
Sputnik საქართველო
მსოფლიოს 14 ათასმა მეცნიერმა ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლის თანახმადაც დედამიწის 31 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციიდან 16-მა ახალი რეკორდი დაამყარა... 01.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-01T14:28+0400
2021-08-01T14:28+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24168/15/241681566_0:140:1920:1220_1920x0_80_0_0_e58ba0bb5485f7de601687cd388e1e74.jpg
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. დედამიწის კლიმატის ცვლილებამ პლანეტის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებლების შეუქცევადი გაუარესება გამოიწვია, იუწყება Daily Mail-ი ორეგონის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით.აღინიშნება, რომ მკვლევარების მიერ შედგენილ ახალ დოკუმენტს მსოფლიოს 158 ქვეყნის 14 ათასმა მეცნიერმა მოაწერა ხელი. ეს 2019 წელს პირველად გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ხელმომწერთა რაოდენობაზე მეტია — მაშინ ანგარიშს 153 ქვეყნის 11 ათასი მეცნიერი აწერდა ხელს.სწავლულების კვლევის თანახმად, დედამიწის 31 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციიდან 16-მა — სათბური გაზების კონცენტრაციის, ოკეანის გამჟავიანებისა და ცხოველთა სულადობის ჩათვლით — ახალი რეკორდი დაამყარა გაუარესების კუთხით.მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი, ნახშირორჟანგის დონის მატებასთან ერთად, პლანეტას „დენთის კასრად“ აქცევს — მატულობს კლიმატური უბედურებების რაოდენობა: სულ უფრო ხშირად ხდება წყალდიდობები, შტორმები, ტყის ხანძრები და სხვა.მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, როდესაც მსოფლიოში გლობალური ლოკდაუნი იყო გამოცხადებული, დედამიწაზე ჰაერის დაბინძურების დონემ მნიშვნელოვნად დაიწია, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული სიტუაცია არ გაუმჯობესებულა.გაერო კაცობრიობას აფრთხილებს: დედამიწისთვის საფრთხის შემცველი ასტეროიდები ბევრად მეტია>>მეცნიერები მოუწოდებენ კაცობრიობას, გაერთიანდნენ ბუნების კრიზისის გადასალახად, რომლის უპირველეს მიზეზადაც ისინი ადამიანის მიერ პლანეტის გადაჭარბებულ ექსპლუატაციას მიიჩნევენ.
https://sputnik-georgia.com/20210728/klimaturi-cvlilebebi-dedamiwaze-252446262.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24168/15/241681566_54:0:1866:1359_1920x0_80_0_0_4b9eb5f490e486b51a82c713f735331c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
დედამიწა დენთის კასრად იქცა: მეცნიერები კაცობრიობას შეუქცევად პროცესებზე აფრთხილებენ
14:28 01.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) მსოფლიოს 14 ათასმა მეცნიერმა ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლის თანახმადაც დედამიწის 31 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციიდან 16-მა ახალი რეკორდი დაამყარა გაუარესების კუთხით
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. დედამიწის კლიმატის ცვლილებამ პლანეტის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებლების შეუქცევადი გაუარესება გამოიწვია, იუწყება
Daily Mail-ი ორეგონის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით.
აღინიშნება, რომ მკვლევარების მიერ შედგენილ ახალ დოკუმენტს მსოფლიოს 158 ქვეყნის 14 ათასმა მეცნიერმა მოაწერა ხელი. ეს 2019 წელს პირველად გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ხელმომწერთა რაოდენობაზე მეტია — მაშინ ანგარიშს 153 ქვეყნის 11 ათასი მეცნიერი აწერდა ხელს.
სწავლულების კვლევის თანახმად, დედამიწის 31 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციიდან 16-მა — სათბური გაზების კონცენტრაციის, ოკეანის გამჟავიანებისა და ცხოველთა სულადობის ჩათვლით — ახალი რეკორდი დაამყარა გაუარესების კუთხით.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი, ნახშირორჟანგის დონის მატებასთან ერთად, პლანეტას „დენთის კასრად“ აქცევს — მატულობს კლიმატური უბედურებების რაოდენობა: სულ უფრო ხშირად ხდება წყალდიდობები, შტორმები, ტყის ხანძრები და სხვა.
„ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ უკვე მივუახლოვდით ან უკვე გავცდით კიდეც გარდამტეხ მომენტებს, რომლებიც დედამიწის სისტემის მნიშვნელოვან ნაწილებს უკავშირდება — მარჯნის რიფების, ამაზონიის ტროპიკული ტყეებისა და დასავლეთ ანტარქტიკისა და გრენლანდიის ყინულოვანი ფარების ცათვლით“, — ნათქვამია მეცნიერთა ანგარიშში.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, როდესაც მსოფლიოში გლობალური ლოკდაუნი იყო გამოცხადებული, დედამიწაზე ჰაერის დაბინძურების დონემ მნიშვნელოვნად დაიწია, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული სიტუაცია არ გაუმჯობესებულა.
მეცნიერები მოუწოდებენ კაცობრიობას, გაერთიანდნენ ბუნების კრიზისის გადასალახად, რომლის უპირველეს მიზეზადაც ისინი ადამიანის მიერ პლანეტის გადაჭარბებულ ექსპლუატაციას მიიჩნევენ.