05:57 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
სამეფო ოჯახის ამბები (66)
133 0 0

პრინცი ჰარი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ მემუარების გამოქვეყნებას გეგმავს, რომელზეც, როგორც აღმოჩნდა, უკვე ერთი წელია მუშაობს.

სასექსის ჰერცოგი Penguin Random House-ში გამოაქვეყნებს სკანდალურ წიგნს მოგონებების შესახებ და ამისთვის უკვე მიიღო მილიონობით დოლარის ავანსი. ინფორმაციას Page Six ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, პრინც ჰარის გადაუხადეს მინიმუმ 20 მილიონი აშშ დოლარი მისი მემუარებისათვის. Page Six აცხადებს, რომ ელისაბედ II-ის შვილიშვილი ფარულად მუშაობდა მემუარების წიგნზე ერთი წლის განმავლობაში. მასთან ერთად თანაავტორობით მუშაობდა ჟურნალისტი და პულიცერის პრემიის ლაურეატი ჯ. რ. მეჰრინგერი, რომელმაც ამისთვის, სავარაუდოდ, ერთი მილიონი დოლარი ავანსი მიიღო.

ორშაბათს, 19 ივლისს პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ წიგნიდან მიღებულ მთელ შემოსავალს საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცემს, მაგრამ არ დააკონკრეტა, შედის თუ არა ავანსი ამ თანხაში.

„პრინცის, ჯარისკაცისა და სოციალური თავისუფლებისთვის მებრძოლის გამოცდილების საფუძველზე ჰარი გახდა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ლიდერი გამბედაობისა და გახსნილობის წყალობით. ამიტომ ჩვენ სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ მის გულახდილ და შთამაგონებელ ისტორიას“, – თქვა მარკუს დოჰელმა, Penguin Random House-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, წიგნი ჯერ დასრულებული არ არის. მემუარების გამოსვლის თარიღად, სავარაუდოდ, დაგეგმილია 2022 წლის ბოლო. ქაღალდის ვერსიის გარდა, გამოვა აუდიო წიგნიც.

ადრე დოკუმენტურ ფილმში „ჩემი უხილავი მხარე“ ჰარიმ ოპრა უინფრის უთხრა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ნათესავების დახმარებას არ დაელოდა. მისი თქმით, მათ სჯეროდათ, რომ ის უნდა გაუმკლავდეს საკუთარ გამოცდილებას და პრესის ზეწოლას. პრინცმა აღიარა, რომ მან ბოროტად გამოიყენა ალკოჰოლი და ჰქონდა პანიკის შეტევები.

თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (66)

მთავარი თემები