https://sputnik-georgia.com/20210721/princma-hrim-20-milioni-dolari-miigo-252381128.html
პრინცმა ჰარიმ სკანდალური მემუარების სანაცვლოდ 20 მილიონი დოლარი მიიღო
პრინცმა ჰარიმ სკანდალური მემუარების სანაცვლოდ 20 მილიონი დოლარი მიიღო
Sputnik საქართველო
პრინცი ჰარი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ მემუარების გამოქვეყნებას გეგმავს, რომელზეც, როგორც აღმოჩნდა, უკვე ერთი წელია მუშაობს. 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T15:00+0400
2021-07-21T15:00+0400
2023-07-20T15:43+0400
ეს საინტერესოა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/08/251961869_0:5:2939:1658_1920x0_80_0_0_beef134fc67c87ea862574c4eee059f1.jpg
სასექსის ჰერცოგი Penguin Random House-ში გამოაქვეყნებს სკანდალურ წიგნს მოგონებების შესახებ და ამისთვის უკვე მიიღო მილიონობით დოლარის ავანსი. ინფორმაციას Page Six ავრცელებს.გამოცემის თანახმად, პრინც ჰარის გადაუხადეს მინიმუმ 20 მილიონი აშშ დოლარი მისი მემუარებისათვის. Page Six აცხადებს, რომ ელისაბედ II-ის შვილიშვილი ფარულად მუშაობდა მემუარების წიგნზე ერთი წლის განმავლობაში. მასთან ერთად თანაავტორობით მუშაობდა ჟურნალისტი და პულიცერის პრემიის ლაურეატი ჯ. რ. მეჰრინგერი, რომელმაც ამისთვის, სავარაუდოდ, ერთი მილიონი დოლარი ავანსი მიიღო.ორშაბათს, 19 ივლისს პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ წიგნიდან მიღებულ მთელ შემოსავალს საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცემს, მაგრამ არ დააკონკრეტა, შედის თუ არა ავანსი ამ თანხაში.გავრცელებული ინფორმაციით, წიგნი ჯერ დასრულებული არ არის. მემუარების გამოსვლის თარიღად, სავარაუდოდ, დაგეგმილია 2022 წლის ბოლო. ქაღალდის ვერსიის გარდა, გამოვა აუდიო წიგნიც.ადრე დოკუმენტურ ფილმში „ჩემი უხილავი მხარე“ ჰარიმ ოპრა უინფრის უთხრა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ნათესავების დახმარებას არ დაელოდა. მისი თქმით, მათ სჯეროდათ, რომ ის უნდა გაუმკლავდეს საკუთარ გამოცდილებას და პრესის ზეწოლას. პრინცმა აღიარა, რომ მან ბოროტად გამოიყენა ალკოჰოლი და ჰქონდა პანიკის შეტევები.
https://sputnik-georgia.com/20220421/princi-hari-megan-markli-qorwilebi-252358259.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/08/251961869_95:0:2826:2048_1920x0_80_0_0_7ca8be813ec52165d5695f9f9deff067.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეს საინტერესოა, მსოფლიოს ახალი ამბები
ეს საინტერესოა, მსოფლიოს ახალი ამბები
პრინცმა ჰარიმ სკანდალური მემუარების სანაცვლოდ 20 მილიონი დოლარი მიიღო
15:00 21.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) პრინცი ჰარი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ მემუარების გამოქვეყნებას გეგმავს, რომელზეც, როგორც აღმოჩნდა, უკვე ერთი წელია მუშაობს.
სასექსის ჰერცოგი Penguin Random House-ში გამოაქვეყნებს სკანდალურ წიგნს მოგონებების შესახებ და ამისთვის უკვე მიიღო მილიონობით დოლარის ავანსი. ინფორმაციას
Page Six ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, პრინც ჰარის გადაუხადეს მინიმუმ 20 მილიონი აშშ დოლარი მისი მემუარებისათვის. Page Six აცხადებს, რომ ელისაბედ II-ის შვილიშვილი ფარულად მუშაობდა მემუარების წიგნზე ერთი წლის განმავლობაში. მასთან ერთად თანაავტორობით მუშაობდა ჟურნალისტი და პულიცერის პრემიის ლაურეატი ჯ. რ. მეჰრინგერი, რომელმაც ამისთვის, სავარაუდოდ, ერთი მილიონი დოლარი ავანსი მიიღო.
ორშაბათს, 19 ივლისს პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ წიგნიდან მიღებულ მთელ შემოსავალს საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცემს, მაგრამ არ დააკონკრეტა, შედის თუ არა ავანსი ამ თანხაში.
„პრინცის, ჯარისკაცისა და სოციალური თავისუფლებისთვის მებრძოლის გამოცდილების საფუძველზე ჰარი გახდა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ლიდერი გამბედაობისა და გახსნილობის წყალობით. ამიტომ ჩვენ სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ მის გულახდილ და შთამაგონებელ ისტორიას“, – თქვა მარკუს დოჰელმა, Penguin Random House-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
გავრცელებული ინფორმაციით, წიგნი ჯერ დასრულებული არ არის. მემუარების გამოსვლის თარიღად, სავარაუდოდ, დაგეგმილია 2022 წლის ბოლო. ქაღალდის ვერსიის გარდა, გამოვა აუდიო წიგნიც.
ადრე დოკუმენტურ ფილმში „ჩემი უხილავი მხარე“ ჰარიმ ოპრა უინფრის უთხრა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ნათესავების დახმარებას არ დაელოდა. მისი თქმით, მათ სჯეროდათ, რომ ის უნდა გაუმკლავდეს საკუთარ გამოცდილებას და პრესის ზეწოლას. პრინცმა აღიარა, რომ მან ბოროტად გამოიყენა ალკოჰოლი და ჰქონდა პანიკის შეტევები.