გებრეიესუსი: მოსალოდნელია უფრო საშიში შტამის გაჩენა და ყველაფრის თავიდან დაწყება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიტედროს ადანომ გებრეიესუსი
ტედროს ადანომ გებრეიესუსი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
გამოწერა
მანამდე ჯანმოს საგანგებო კომიტეტმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი, უფრო საშიში და მეტად გადამდები შტამების გაჩენა, რომელთა კონტროლქვეშ მოქცევაც რთული იქნება.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. მსოფლიოში შეიძლება კორონავირუსის ახალი შტამი გაჩნდეს, რომელიც კიდევ უფრო საშიში იქნება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტია, და ყველაფერი თავიდან დაიწყოს, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 138-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
კორონავირუსის პანდემია ტაილანდში - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
„ლამბდა“ შტამი გავრცელებას განაგრძობს: ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს
მისი თქმით, ახალი შტამის გაჩენას ხელს შეუწყობს ინფექციის შემდგომი გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით.
„რაც უფრო ფართოდ ვრცელდება [კორონავირუსი], მისი მით უფრო მეტი ვარიანტი გაჩნდება პოტენციალით, რომ გახდეს უფრო საშიში, ვიდრე „დელტა“ ვარიანტია, რომელიც ახლა ამხელა ზიანს გვაყენებს. და რაც უფრო მეტი ვარიანტი იქნება, მით მეტია იმის ალბათობა, რომ ერთ-ერთი მათგანი დაუსხლტეს ვაქცინებს და დასაწყისში დაგვაბრუნოს“, — განაცხადა ჯანმოს გენდირექტორმა.
გებრეიესუსის თქმით, ახლა მსოფლიოში „უპრეცედენტო კრიზისი“ შეინიშნება, რომელიც ასევე „უპრეცედენტო ზომების“ გატარებას მოითხოვს.
როგორც ჯანმოს ხელმძღვანელმა განაცხადა, ორგანიზაციის უმთავრესი მიზანი COVID-19-თან ბრძოლაში — 2022 წლის სექტემბრისთვის თითოეულ ქვეყანაში მოსახლეობის 70%-ის ვაქცინირებაა.
ორსული ქალების აცრა კორონავირუსზე: ჯანმო ახალ რეკომენდაციებს გასცემს>>
აღსანიშნავია, რომ ჯანმოს საგანგებო კომიტეტი მანამდეც საუბრობდა კორონავირუსის ახალი, უფრო საშიში და მეტად გადამდები შტამების გაჩენის თაობაზე, რომელთა გაკონტროლებაც ასევე ბევრად რთული იქნება.
ჯანმოს დღეისათვის კორონავირუსის ოთხი მუტაცია აქვს შეტანილი „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტთა ჩამონათვალში. ესენია: ბრიტანული („ალფა“ შტამი), სამხრეთ აფრიკული („ბეტა“), ბრაზილიური („გამა“) და ინდური („დელტა“). ეს უკანასკნელი ვარიანტი, ექსპერტების შეფასებით, გაორმაგებული სისწრაფით ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის საწყისი, უჰანური ვარიანტი ვრცელდებოდა, და კვლავ განაგრძობს მუტაციას. გარდა ამისა, მეცნიერები უკვე ცალკე სწავლობენ მის კიდევ უფრო აგრესიულ სახესხვაობას — დელტა-პლუსს.
ყველა ახალი ამბავი
0