https://sputnik-georgia.com/20210720/orsuli-qalebis-vaqcinacia-janmos-axali-rekomendaciebi-252366181.html
ორსული ქალების აცრა კორონავირუსზე: ჯანმო ახალ რეკომენდაციებს გასცემს
ორსული ქალების აცრა კორონავირუსზე: ჯანმო ახალ რეკომენდაციებს გასცემს
Sputnik საქართველო
მანამდე ჯანმოს მიერ აღიარებული ყველა ვაქცინა მაკე ცხოველებზე გამოიცადა, საზიანო ეფექტი არცერთ მათგანს არ მოუხდენია არც დედისა და არც ნაყოფის ჯანმრთელობაზე. 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T10:07+0400
2021-07-20T10:07+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/05/250538853_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_a1edaa700c820f668c73a8b977ce7d66.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ორსულობა განეკუთვნება ჯანმრთელობის იმ მდგომარეობას, როდესაც COVID-19-ის რთული ფორმის რისკები გაზრდილია, შესაბამისად, რეკომენდებულია ვაქცინაცია, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა განახლებულ რეკომენდაცებში.ამასთან, ექსპერტების თქმით, მეძუძურ დედებს შეუძლიათ ვაქცინაციის შემდეგ ჩვილების კვება განაგრძონ.ჯანმოს სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, ჩართონ ორსული ქალები პრიორიტეტული ვაქცინაციის მეორე ჯგუფში, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში საქმე ეხება არა მარტო თავად დედის, არამედ მომავალი ბავშვის ჯანმრთელობასაც. მანამდე ამ ჯგუფს ტესტირებისა და ვაქცინების განაწილების დროს სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა. მაგრამ, როგორც არსებული მონაცემები მოწმობს, კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალებში დაავადების რთულად განვითარების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე რეპროდუქციული ასაკის არაფეხმძიმე ქალებში.გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ის ვაქცინა, რომლებიც ამ დროისათვის ჯანმოს მიერ არის აღიარებული საგანგებო გამოყენებისთვის, მაკე ცხოველებზე გამოიცადა. საზიანო ეფექტი არცერთ მათგანს არ გამოუვლენია არც დედისა და არც ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ჯანმო: კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია მსოფლიოში უარესდება>>გარდა ამისა, ექსპერტები ზოგი მოკლევადიანი კვლევის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მეძუძური დედის COVID-19-ზე აცრის შემთხვევაში ვაქცინის დაცვითი ეფექტი შესაძლოა დედიდან ბავშვს გადაეცეს. შესაბამისად, ჯანმო არ იძლევა ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტის რეკომენდაციას დედის ვაქცინაციის გამო.
https://sputnik-georgia.com/20210701/-COVID-19-mkurnalobaSi-janmos-axali-rekomendaciebi-252179693.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/05/250538853_0:106:1566:1280_1920x0_80_0_0_5836ccaaa33f27d4391c066a17f72705.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ორსული ქალების აცრა კორონავირუსზე: ჯანმო ახალ რეკომენდაციებს გასცემს
10:07 20.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) მანამდე ჯანმოს მიერ აღიარებული ყველა ვაქცინა მაკე ცხოველებზე გამოიცადა, საზიანო ეფექტი არცერთ მათგანს არ მოუხდენია არც დედისა და არც ნაყოფის ჯანმრთელობაზე.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ორსულობა განეკუთვნება ჯანმრთელობის იმ მდგომარეობას, როდესაც COVID-19-ის რთული ფორმის რისკები გაზრდილია, შესაბამისად, რეკომენდებულია ვაქცინაცია, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა განახლებულ
რეკომენდაცებში.
ამასთან, ექსპერტების თქმით, მეძუძურ დედებს შეუძლიათ ვაქცინაციის შემდეგ ჩვილების კვება განაგრძონ.
ჯანმოს სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, ჩართონ ორსული ქალები პრიორიტეტული ვაქცინაციის მეორე ჯგუფში, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში საქმე ეხება არა მარტო თავად დედის, არამედ მომავალი ბავშვის ჯანმრთელობასაც. მანამდე ამ ჯგუფს ტესტირებისა და ვაქცინების განაწილების დროს სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა. მაგრამ, როგორც არსებული მონაცემები მოწმობს, კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალებში დაავადების რთულად განვითარების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე რეპროდუქციული ასაკის არაფეხმძიმე ქალებში.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ის ვაქცინა, რომლებიც ამ დროისათვის ჯანმოს მიერ არის აღიარებული საგანგებო გამოყენებისთვის, მაკე ცხოველებზე გამოიცადა. საზიანო ეფექტი არცერთ მათგანს არ გამოუვლენია არც დედისა და არც ნაყოფის ჯანმრთელობაზე.
გარდა ამისა, ექსპერტები ზოგი მოკლევადიანი კვლევის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მეძუძური დედის COVID-19-ზე აცრის შემთხვევაში ვაქცინის დაცვითი ეფექტი შესაძლოა დედიდან ბავშვს გადაეცეს. შესაბამისად, ჯანმო არ იძლევა ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტის რეკომენდაციას დედის ვაქცინაციის გამო.