11:32 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
84 0 0

პანდემიის ახალი გამწვავება ადამიანების სიცოცხლესა და მსოფლიო ეკონომიკას კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის, აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი

თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. COVID-19-ით ავადობა მსოფლიოში ზედიზედ მეოთხე კვირაა იზრდება, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბრიფინგზე, იუწყება РИА Новости.

როგორც გებრეისუსმა მიუთითა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ათკვირიანი ვარდნის შემდეგ კვლავ გაიზარდა.

ჯანმოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გამწვავებულია.

„ეს ადამიანების სიცოცხლისა და მსოფლიო ეკონომიკისთვის კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეიცავს“, - აღნიშნა გებრეიესუსმა.

მან აღიარა, რომ ექიმების დიდ შეშფოთებას იწვევს რეგიონები, რომლებიც ვაქცინების დეფიციტს განიცდიან.

ჯანმოს მონაცემებით, ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა მთელ მსოფლიოში 12 ივლისს 397.892-ით გაიზარდა და 186.638.285-ს მიაღწია. გარდაიცვალა 4.035.037 ადამიანი. აცრილია 3,1 მილიარდზე მეტი.

მთავარი თემები