06:02 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
47 0 0

ევროკავშირში მოზრდილებში გამოყენებისთვის დამტკიცებულია Pfizer/BioNTech, Moderna, AstraZeneca და J&J, 12 წლიდან ასაკის ბავშვებში ჯერჯერობით რეკომენდებულია Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება.

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. ევროპის წამლის სააგენტომ (ЕМА) სამშაბათს დაიწყო ფრანგული კომპანია Sanofi Pasteur-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Vidprevtyn-ის ეტაპობრივი ექსპერტიზის - rolling review პროცედურა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში, იუწყება РИА Новости.

„გადაწყვეტილება ექსპერტიზის დაწყების შესახებ ეყრდნობა მოზრდილებში ლაბორატორიული დასკვნებისა და კლინიკური გამოკვლევების წინასწარ შედეგებს... EMA შეაფასებს მონაცემებს მათი მიღებისთანავე. შეფასება გაგრძელდება მანამ, სანამ არ შეგროვდება საკმარისი მტკიცებულებები რეგისტრაციისთვის ოფიციალური განაცხადის შესატანად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკავშირში დააზუსტეს, რომ პრეპარატი შემოწმდება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაზე ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და ხარისხის მიხედვით.

ამჟამად რეგულატორი შემდეგი ოთხი ვაქცინის ეტაპობრივი ექსპერტიზის პროცედურას ატარებს - Sinovac, CureVac, Novavax და რუსული „სპუტნიკ V".

ევროკავშირში მოზრდილებში გამოყენებისთვის დამტკიცებულია 4 ვაქცინა: Pfizer/BioNTech, Moderna, AstraZeneca და J&J. 12 წლიდან ასაკის ბავშვებში ჯერჯერობით რეკომენდებულია მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინა, ივლისის ბოლომდე მოსალოდნელია Moderna-ს ვაქცინის დამტკიცება.

ევროკავშირი ივლისის ბოლოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრას გეგმავს. ამ მომენტისთვის უკვე სრულად ვაქცინირებულია ევროკავშირის მოზრდილი მოსახლეობის 50%-ზე მეტი.

მთავარი თემები