https://sputnik-georgia.com/20210720/evrokavSirSi-eqspertizas-franguli-vaqcina-gadis-252375292.html
ევროკავშირში ექსპერტიზას ფრანგული კოვიდ-ვაქცინა გადის
ევროკავშირში ექსპერტიზას ფრანგული კოვიდ-ვაქცინა გადის
Sputnik საქართველო
ევროკავშირში მოზრდილებში გამოყენებისთვის დამტკიცებულია Pfizer/BioNTech, Moderna, AstraZeneca და J&J, 12 წლიდან ასაკის ბავშვებში ჯერჯერობით რეკომენდებულია... 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T23:07+0400
2021-07-20T23:07+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0a/251429079_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_0e1149c10f78abcfa5206da8d9745baf.jpg
თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. ევროპის წამლის სააგენტომ (ЕМА) სამშაბათს დაიწყო ფრანგული კომპანია Sanofi Pasteur-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Vidprevtyn-ის ეტაპობრივი ექსპერტიზის - rolling review პროცედურა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში, იუწყება РИА Новости.„გადაწყვეტილება ექსპერტიზის დაწყების შესახებ ეყრდნობა მოზრდილებში ლაბორატორიული დასკვნებისა და კლინიკური გამოკვლევების წინასწარ შედეგებს... EMA შეაფასებს მონაცემებს მათი მიღებისთანავე. შეფასება გაგრძელდება მანამ, სანამ არ შეგროვდება საკმარისი მტკიცებულებები რეგისტრაციისთვის ოფიციალური განაცხადის შესატანად“, - ნათქვამია დოკუმენტში.ევროკავშირში დააზუსტეს, რომ პრეპარატი შემოწმდება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაზე ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და ხარისხის მიხედვით.ამჟამად რეგულატორი შემდეგი ოთხი ვაქცინის ეტაპობრივი ექსპერტიზის პროცედურას ატარებს - Sinovac, CureVac, Novavax და რუსული „სპუტნიკ V".ევროკავშირში მოზრდილებში გამოყენებისთვის დამტკიცებულია 4 ვაქცინა: Pfizer/BioNTech, Moderna, AstraZeneca და J&J. 12 წლიდან ასაკის ბავშვებში ჯერჯერობით რეკომენდებულია მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინა, ივლისის ბოლომდე მოსალოდნელია Moderna-ს ვაქცინის დამტკიცება.ევროკავშირი ივლისის ბოლოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრას გეგმავს. ამ მომენტისთვის უკვე სრულად ვაქცინირებულია ევროკავშირის მოზრდილი მოსახლეობის 50%-ზე მეტი.
https://sputnik-georgia.com/20210708/safrangeTSi-rusul-daCinur-vaqcinebze-uarisken-mouwodeben-252252766.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0a/251429079_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_4f6e307fe15ee9116b4358d3e0446ffd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირში ექსპერტიზას ფრანგული კოვიდ-ვაქცინა გადის
23:07 20.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ევროკავშირში მოზრდილებში გამოყენებისთვის დამტკიცებულია Pfizer/BioNTech, Moderna, AstraZeneca და J&J, 12 წლიდან ასაკის ბავშვებში ჯერჯერობით რეკომენდებულია Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება.
თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. ევროპის წამლის სააგენტომ (ЕМА) სამშაბათს დაიწყო ფრანგული კომპანია Sanofi Pasteur-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Vidprevtyn-ის ეტაპობრივი ექსპერტიზის - rolling review პროცედურა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში, იუწყება
РИА Новости. „გადაწყვეტილება ექსპერტიზის დაწყების შესახებ ეყრდნობა მოზრდილებში ლაბორატორიული დასკვნებისა და კლინიკური გამოკვლევების წინასწარ შედეგებს... EMA შეაფასებს მონაცემებს მათი მიღებისთანავე. შეფასება გაგრძელდება მანამ, სანამ არ შეგროვდება საკმარისი მტკიცებულებები რეგისტრაციისთვის ოფიციალური განაცხადის შესატანად“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირში დააზუსტეს, რომ პრეპარატი შემოწმდება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაზე ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და ხარისხის მიხედვით.
ამჟამად რეგულატორი შემდეგი ოთხი ვაქცინის ეტაპობრივი ექსპერტიზის პროცედურას ატარებს - Sinovac, CureVac, Novavax და რუსული „სპუტნიკ V".
ევროკავშირში მოზრდილებში გამოყენებისთვის დამტკიცებულია 4 ვაქცინა: Pfizer/BioNTech, Moderna, AstraZeneca და J&J. 12 წლიდან ასაკის ბავშვებში ჯერჯერობით რეკომენდებულია მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინა, ივლისის ბოლომდე მოსალოდნელია Moderna-ს ვაქცინის დამტკიცება.
ევროკავშირი ივლისის ბოლოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრას გეგმავს. ამ მომენტისთვის უკვე სრულად ვაქცინირებულია ევროკავშირის მოზრდილი მოსახლეობის 50%-ზე მეტი.