https://sputnik-georgia.com/20210720/mkvlelobaSi-eWvmitanilma-fuladi-jildo-moiTxova-252372538.html
„ჯილდო სადაა?“ – ქალმა „ფეისბუქზე“ კითხვა დასვა და ციხეში აღმოჩნდა
„ჯილდო სადაა?“ – ქალმა „ფეისბუქზე“ კითხვა დასვა და ციხეში აღმოჩნდა
Sputnik საქართველო
ერთ-ერთმა იუზერმა ახალგაზრდა ქალს სოციალური ქსელისგან თავის შორს დაჭერა ურჩია, მაგრამ უკვე გვიანი იყო. 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T16:12+0400
2021-07-20T16:12+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23946/14/239461467_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_d1f4ade26b49d8b498f5ec84f30abb78.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ამერიკელი ქალი, რომელიც ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი და პოლიციის მიერ იძებნებოდა, აღაშფოთა იმან, რომ სამართალდამცველებმა მისი თავისთვის ჯილდო არ დააწესეს. და ამის გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, იუწყება New York Post.გავრცელებული ინფორმაციით, ლორეინ გრეივსი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 30 წლის ერიკ გრეივსის საქმეზე იძებნებოდა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში იპოვეს მის ბინაში.ქალაქ ტალსას (ოკლაჰომა) პოლიციამ, რომლისთვისაც აქამდე უცნობი იყო, რა კავშირი არსებობდა ლორეინსა და ერიკს შორის, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ „განსაკუთრებით ძებნილთა“ სიაში შეყვანილ ქალს ეძებდა. ლორენმა ეს განცხადება ნახა და, აღშფოთებულმა, კომენტარებში დასვა შეკითხვა: „და ფულადი ჯილდო სადაა?“ამ კითხვაზე მას ერთ-ერთმა იუზერმა უპასუხა: „გოგონა, ჯობს სოცქსელებს მოერიდო, თორემ გიპოვიან“.მაგრამ უკვე გვიანი იყო. პოლიცია სწორედ ამ კომენტარის წყალობით გავიდა ლორეინ გრეივსის კვალზე და ის 24 საათის განმავლობაში დააკავა.ამ დროისათვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტალსას ციხეშია გადაყვანილი. სასამართლომ მას გირაოს სახით 500 ათასი დოლარის გადახდა შეუფარდა. გამოძიება გრძელდება.
https://sputnik-georgia.com/20161111/Zebnilma-policiaSi-dareka-da-fotos-Secvla-moiTxova-233788372.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23946/14/239461467_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_338bcf6f92db50dc1060f3e922387a2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
„ჯილდო სადაა?“ – ქალმა „ფეისბუქზე“ კითხვა დასვა და ციხეში აღმოჩნდა
16:12 20.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ერთ-ერთმა იუზერმა ახალგაზრდა ქალს სოციალური ქსელისგან თავის შორს დაჭერა ურჩია, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ამერიკელი ქალი, რომელიც ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი და პოლიციის მიერ იძებნებოდა, აღაშფოთა იმან, რომ სამართალდამცველებმა მისი თავისთვის ჯილდო არ დააწესეს. და ამის გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, იუწყება
New York Post. გავრცელებული ინფორმაციით, ლორეინ გრეივსი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 30 წლის ერიკ გრეივსის საქმეზე იძებნებოდა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში იპოვეს მის ბინაში.
ქალაქ ტალსას (ოკლაჰომა) პოლიციამ, რომლისთვისაც აქამდე უცნობი იყო, რა კავშირი არსებობდა ლორეინსა და ერიკს შორის, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ „განსაკუთრებით ძებნილთა“ სიაში შეყვანილ ქალს ეძებდა.
ლორენმა ეს განცხადება ნახა და, აღშფოთებულმა, კომენტარებში დასვა შეკითხვა: „და ფულადი ჯილდო სადაა?“
ამ კითხვაზე მას ერთ-ერთმა იუზერმა უპასუხა: „გოგონა, ჯობს სოცქსელებს მოერიდო, თორემ გიპოვიან“.
მაგრამ უკვე გვიანი იყო. პოლიცია სწორედ ამ კომენტარის წყალობით გავიდა ლორეინ გრეივსის კვალზე და ის 24 საათის განმავლობაში დააკავა.
ამ დროისათვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტალსას ციხეშია გადაყვანილი. სასამართლომ მას გირაოს სახით 500 ათასი დოლარის გადახდა შეუფარდა. გამოძიება გრძელდება.