09:27 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
86 0 0

კვირის განმავლობაში ძლიერი წვიმები თავს დაატყდა ბელგიის სამხრეთ პროვინციებს, რამაც ამ ქვეყნისთვის უპრეცედენტო წყალდიდობები გამოიწვია.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ბელგიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება, იუწყება ბელგიური ტელეარხი RTBF.

პარასკევს ბელგიის შსს-მ დაადასტურა 20 ადამიანის გარდაცვალება, ცხრა ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებულია. ასევე, შსს-ს მონაცემებით, 20-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

კვირის განმავლობაში ძლიერი წვიმები თავს დაატყდა ბელგიის სამხრეთ პროვინციებს, რამაც ამ ქვეყნისთვის უპრეცედენტო წყალდიდობები გამოიწვია.

„ეს წყალდიდობები შეიძლება გახდეს ყველაზე კატასტროფული ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბელგიის პრემიერმა ალექსანდრ დე კროომ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დიდი რაოდენობით გარდაცვლილთა გამო 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. შაბათს დე კროო ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში ვითარებას ეცნობოდა.

მთავარი თემები