ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

© REUTERS / YVES HERMANწყალდიდობა ბელგიაში
წყალდიდობა ბელგიაში - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
გამოწერა
კვირის განმავლობაში ძლიერი წვიმები თავს დაატყდა ბელგიის სამხრეთ პროვინციებს, რამაც ამ ქვეყნისთვის უპრეცედენტო წყალდიდობები გამოიწვია.
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ბელგიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება, იუწყება ბელგიური ტელეარხი RTBF.
პარასკევს ბელგიის შსს-მ დაადასტურა 20 ადამიანის გარდაცვალება, ცხრა ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებულია. ასევე, შსს-ს მონაცემებით, 20-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
წყალდიდობა გერმანიაში - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
გერმანიაში დამბა გაირღვა: დასავლეთ რეგიონებში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
კვირის განმავლობაში ძლიერი წვიმები თავს დაატყდა ბელგიის სამხრეთ პროვინციებს, რამაც ამ ქვეყნისთვის უპრეცედენტო წყალდიდობები გამოიწვია.
„ეს წყალდიდობები შეიძლება გახდეს ყველაზე კატასტროფული ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბელგიის პრემიერმა ალექსანდრ დე კროომ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
დიდი რაოდენობით გარდაცვლილთა გამო 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. შაბათს დე კროო ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში ვითარებას ეცნობოდა.
ყველა ახალი ამბავი
0