13:28 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (571)
55 0 0

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ვაშინგტონში ხუთშაბათს გაიმართა

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. აშშ-ისა და გერმანიის ლიდერებმა — ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა ხელი მოაწერეს „ვაშინგტონის დეკლარაციას“, რომლის თანახმადაც ნატო ევროპის უსაფრთხოების მთავარ ელემენტად მიიჩნევა, ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ მხარეები ერთობლივი თავდაცვის პრინციპების ერთგულები რჩებიან.

„გერმანიის გაერთიანებიდან ოცდაათ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, ჩვენ კვლავაც დაუღალავად განვაგრძობთ მუშაობას იმაზე, რომ ევროპა იყოს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი. თუ გარე ძალები ამ ხედვის რეალიზაციას ბაეიერებს შეუქმნიან, ჩვენ გავერთიანდებით, რათა ერთად გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა, გავზარდოთ სიმტკიცე და სოლიდარობა. ნატო დარჩება ამ ძალისხმევების ქვაკუთხედად, ჩვენი ერთგულება [კოლექტიური თავდაცვის შესახებ] მეხუთე მუხლის მიმართ ურღვევია“, — ნათქვამია დეკლარაციაში.

ანგელა მერკელის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ბოლო სტუმრობაა ფედერალური კანცლერის რანგში. ამასთან ის პირველია ევროპის ქვეყნების ლიდერთა შორის, ვინც თეთრ სახლში მიიწვიეს ამერიკის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (571)

მთავარი თემები