ერთობლივი თავდაცვა: მერკელმა და ბაიდენმა „ვაშინგტონის დეკლარაციას“ მოაწერეს ხელი

© REUTERS / TOM BRENNERანგელა მერკელი და ჯო ბაიდენი
ანგელა მერკელი და ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ვაშინგტონში ხუთშაბათს გაიმართა
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. აშშ-ისა და გერმანიის ლიდერებმა — ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა ხელი მოაწერეს „ვაშინგტონის დეკლარაციას“, რომლის თანახმადაც ნატო ევროპის უსაფრთხოების მთავარ ელემენტად მიიჩნევა, ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ მხარეები ერთობლივი თავდაცვის პრინციპების ერთგულები რჩებიან.
„გერმანიის გაერთიანებიდან ოცდაათ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, ჩვენ კვლავაც დაუღალავად განვაგრძობთ მუშაობას იმაზე, რომ ევროპა იყოს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი. თუ გარე ძალები ამ ხედვის რეალიზაციას ბაეიერებს შეუქმნიან, ჩვენ გავერთიანდებით, რათა ერთად გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა, გავზარდოთ სიმტკიცე და სოლიდარობა. ნატო დარჩება ამ ძალისხმევების ქვაკუთხედად, ჩვენი ერთგულება [კოლექტიური თავდაცვის შესახებ] მეხუთე მუხლის მიმართ ურღვევია“, — ნათქვამია დეკლარაციაში.
ანგელა მერკელის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ბოლო სტუმრობაა ფედერალური კანცლერის რანგში. ამასთან ის პირველია ევროპის ქვეყნების ლიდერთა შორის, ვინც თეთრ სახლში მიიწვიეს ამერიკის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0