11:06 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
სამეფო ოჯახის ამბები (64)
114 0 0

მასმედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ოჯახი შესაძლოა დაიშალოს.

ტაბლოიდები ფიქრობენ, რომ მშობიარობის შემდეგ მეგან მარკლი საკმაოდ უცნაურ მდგომარეობაშია და არ შეუძლია ადეკვატურად აღიქვას გარემომცველი რეალობა. გახმაურდა ინფორმაცია, რომ მეგან მარკლი მოსამსახურეებს დასცინოდა. ასევე პრინცი უილიამი მას შეთქმულებაში ადანაშაულებს. ვიღაც სხვა, ამ ყველაფრის ფონზე, ინფორმაციას ავრცელებს სოციალურ ქსელში ტაილერ პერის შესახებ.

პერი არის ოპრას მეგობარი და ცნობილი ფიგურა, დრამატურგი, სცენარისტი და მსახიობი. გაჟონა ინფორმაციამ, რომ პერიმ სასექსის ჰერცოგები სახლიდან გააძევა, რადგან ისინი მსახურებს დასცინოდნენ. ინსაიდერების აზრით, ბულინგი სისტემატურად ხდებოდა.

ახლა ჰარისაც უჭირს. მეგანი უკმაყოფილოა მისი საქციელით. მეგანს არ მოსწონს ჰარის პოზიცია, რადგან ჰარი არ  ეწინააღმდეგება ლონდონში დაბრუნებას და უილიამის ნახვას. ჰარი საომარ ხასიათზე არ არის, მას სახლში ყოფნა უხარია. მაგრამ მეგანს, როგორც ჩანს, სურს ბრძოლის გაგრძელება. მას ომიდ სკობის ფილმმაც კი ვერ უშველა. მათთვის, ვინც არ იცის: ფილმს ჰქვია „ჰარი და უილიამი: რა მოხდა არასწორად?“ ამ ფილმში ისინი ცდილობენ მარკლის გათეთრებას, თუმცა ამ ყველაფერმა Twitter-ზე საწინააღმდეგო აზრი გამოიწვია.

უფრო მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასექსის მომსახურე პერსონალის წევრებმა სამსახურები დატოვეს. ინსაიდერები ამბობენ, რომ „მეგანი ყვიროდა, რომ ჰარი ყოველთვის მეორე იქნება და მისი ძმა ყოველთვის პირველი“.

როგორც ჩანს, სასექსის ჰერცოგების ოჯახს აღარ აქვს ბედნიერების სუნი. ბოლომდე არ არის ნათელი, რა არის მეგანის პრობლემა. მან თავად მიიღო გადაწყვეტილება და ჰარიზე იქორწინა. თუ მას სურდა უილიამი, მაშინ თავიდანვე მასთან უნდა დაეწყო, მაგრამ ახლა უკვე გვიანია. „საერთოდ, ვფიქრობ, რომ დიდი დრო აღარ დარჩა იმ მომენტამდე, როდესაც ჰარი უბრალოდ მიატოვებს მას და შვილებს წაიყვანს. მაშინ მეგანი მხიარული იქნება“, – წერს სტატიის ავტორი.

პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი 4 ივნისს შეეძინათ.

გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს აცხადებენ, და მათ ბრიტანეთი დატოვეს. ამჟამად წყვილი კალიფორნიაში ცხოვრობს.

თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (64)

მთავარი თემები