კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი მზად არიან მეგან მარკლს შეურიგდნენ

© REUTERS / POOLპრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი
პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
პრინცი ძმები - უილიამი და ჰარი, სავარაუდოდ, მალე შერიგდებიან, რადგან ცნობილი ხდება, რომ სამეფო ოჯახის წყვილი კალიფორნიაში აპირებს მოგზაურობას, სადაც ამჟამად მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ცხოვრობენ.

პრინცი უილიამი და მისი მეუღლე კეიტ მიდლტონი კალიფორნიაში მოგზაურობისთვის ემზადებიან. წყვილს სასექსის ჰერცოგების ახალშობილი ქალიშვილის მონახულება სურს, წერს РИА ФАН.

პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დაიანის ქორწინება - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
მედია: პრინცი ჩარლზი არ მისცემს პრინცის ტიტულს პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ვაჟს

წყაროს თანახმად, კემბრიჯის ჰერცოგინია მზადაა პირველი ნაბიჯი გადადგას ოჯახების შერიგებისკენ.

მარტის დასაწყისში პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცეს ოპრა უინფრის, სადაც ბრალი დასდეს ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლებს რასიზმში. მათი თქმით, სამეფო ოჯახიდან ვიღაცამ, მაგრამ არა ელისაბედ მეორემ, ან პრინცმა ფილიპემ, გამოთქვა შეშფოთება მარკლის მომავალი ბავშვის კანის ფერის გამო და ამის გამო მეგანი ზოგჯერ თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა.

აპრილში სასექსის ჰერცოგი ბუკინგემის სასახლეში მივიდა ბაბუის, პრინც ფილიპეს დაკრძალვაზე. ამასთან, მას დრო არ ჰქონდა ნათესავებთან სასაუბროდ და ცერემონიის შემდეგ დაუყოვნებლივ გაფრინდა შეერთებულ შტატებში ორსულ მეუღლესთან.

ბრიტანეთის პრინცი ჰარი და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი 4 ივნისს მეორედ გახდნენ მშობლები. მათ შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ლილიბეტ დიანა დაარქვეს ჰარის ბებიის, დედოფალ ელისაბედ II-ისა და მისი გარდაცვლილი დედის, პრინცესა დიანას პატივსაცემად.

ყველა ახალი ამბავი
0