14:11 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (669)
64 0 0

ამიერიდან ექიმები დამატებითი ანალიზების გარეშე, მხოლოდ სმარტფონით გადაღებული ფოტოს მეშვეობით შეძლებენ ერთ-ერთი ძალიან საშიში დაავადების დადგენას.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ალგორითმი, რომელიც სისხლში ჰემოგლობინის დონეს თვალის ქვედა ქუთუთოს გამოსახულებით განსაზღვრავს, ნათქვამია მეცნიერულ კვლევაში, რომელიც ჟურნალ PLOS ONE-შია გამოქვეყნებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ექიმს კომპიუტერული დანართის გამოყენებით, მიიღებს რა პაციენტისგან სელფის, დამატებითი ანალიზების გარეშე შეუძლია დასვას ისეთი საშიში დაავადების დიაგნოზი, როგორიცაა ანემია.

დანართის ავტორები ბრაუნის უნივერსიტეტის სწავლულები და როდ-აილენდის საავადმყოფოს მედიკოსები არიან.

როგორც წინა კვლევამ აჩვენა, თვალის ქვედა ქუთუთოს შიდა მხარე (კონიუნქტივა) ანემიისას უფრო ფერმკრთალია. ახალი კვლევისას მკვლევარებმა სმარტფონით თვალის გუგის კონიუნქტივის გამოსახულებები მიიღეს 142 პაციენტისგან.  მათ თითოეულ ფოტოზე აღბეჭდილი თვალის კონიუნქტივის მცირე უბნები გაზარდეს და ფერის ამოცნობის ალგორითმი და პროგნოზირების მოდელიც შეიმუშავეს, რომელიც კონიუნქტივის, გარემომცველი კანისა და თვალის თეთრონების ფერს ადარებდა ჰემოგლობინის დონეს.

COVID-რეზერვუარი ადამიანის ორგანიზმში: მეცნიერებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს>>

ამის შემდეგ მეცნიერთა გუნდმა ალგორითმი სხვა 202 პაციენტის ფოტოებზე გამოსცადა, რომლებიც თავდაპირველ კვლევაში არ მონაწილეობდნენ. ანემიის პროგნოზირების მოდელის სანდოობამ 72% შეადგინა.

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ სმარტფონებისთვის შექმნილი დანართი ტელემედიცინაში ანემიის სკრინინგისთვისაც გამოდგება და ასევე იმ შემთხვევებშიც, როდესაც სისხლის ანალიზისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მიუწვდომელია.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (669)

მთავარი თემები