https://sputnik-georgia.com/20210715/eqimebi-anemias-selfis-meSbeobiT-daadgenen-252327443.html
ექიმები საშიშ დაავადებას სელფის მეშვეობით დაადგენენ: შექმნილია დანართი
ექიმები საშიშ დაავადებას სელფის მეშვეობით დაადგენენ: შექმნილია დანართი
Sputnik საქართველო
ამიერიდან ექიმები დამატებითი ანალიზების გარეშე, მხოლოდ სმარტფონით გადაღებული ფოტოს მეშვეობით შეძლებენ ერთ-ერთი ძალიან საშიში დაავადების დადგენას. 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T13:26+0400
2021-07-15T13:26+0400
2023-07-20T15:43+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24576/20/245762047_0:136:3000:1833_1920x0_80_0_0_717798b1297f83031055e1724c5a44a2.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ალგორითმი, რომელიც სისხლში ჰემოგლობინის დონეს თვალის ქვედა ქუთუთოს გამოსახულებით განსაზღვრავს, ნათქვამია მეცნიერულ კვლევაში, რომელიც ჟურნალ PLOS ONE-შია გამოქვეყნებული.გავრცელებული ინფორმაციით, ექიმს კომპიუტერული დანართის გამოყენებით, მიიღებს რა პაციენტისგან სელფის, დამატებითი ანალიზების გარეშე შეუძლია დასვას ისეთი საშიში დაავადების დიაგნოზი, როგორიცაა ანემია.დანართის ავტორები ბრაუნის უნივერსიტეტის სწავლულები და როდ-აილენდის საავადმყოფოს მედიკოსები არიან.როგორც წინა კვლევამ აჩვენა, თვალის ქვედა ქუთუთოს შიდა მხარე (კონიუნქტივა) ანემიისას უფრო ფერმკრთალია. ახალი კვლევისას მკვლევარებმა სმარტფონით თვალის გუგის კონიუნქტივის გამოსახულებები მიიღეს 142 პაციენტისგან. მათ თითოეულ ფოტოზე აღბეჭდილი თვალის კონიუნქტივის მცირე უბნები გაზარდეს და ფერის ამოცნობის ალგორითმი და პროგნოზირების მოდელიც შეიმუშავეს, რომელიც კონიუნქტივის, გარემომცველი კანისა და თვალის თეთრონების ფერს ადარებდა ჰემოგლობინის დონეს.COVID-რეზერვუარი ადამიანის ორგანიზმში: მეცნიერებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს>>ამის შემდეგ მეცნიერთა გუნდმა ალგორითმი სხვა 202 პაციენტის ფოტოებზე გამოსცადა, რომლებიც თავდაპირველ კვლევაში არ მონაწილეობდნენ. ანემიის პროგნოზირების მოდელის სანდოობამ 72% შეადგინა.კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ სმარტფონებისთვის შექმნილი დანართი ტელემედიცინაში ანემიის სკრინინგისთვისაც გამოდგება და ასევე იმ შემთხვევებშიც, როდესაც სისხლის ანალიზისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მიუწვდომელია.
https://sputnik-georgia.com/20210503/sisxlis-jgufi-da-daavadebebisadmi-midrekileba-251634702.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24576/20/245762047_62:0:3000:1847_1920x0_80_0_0_0b2dd186b461833a41394618120b7fdc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ექიმები საშიშ დაავადებას სელფის მეშვეობით დაადგენენ: შექმნილია დანართი
13:26 15.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ამიერიდან ექიმები დამატებითი ანალიზების გარეშე, მხოლოდ სმარტფონით გადაღებული ფოტოს მეშვეობით შეძლებენ ერთ-ერთი ძალიან საშიში დაავადების დადგენას.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ალგორითმი, რომელიც სისხლში ჰემოგლობინის დონეს თვალის ქვედა ქუთუთოს გამოსახულებით განსაზღვრავს, ნათქვამია მეცნიერულ კვლევაში, რომელიც ჟურნალ
PLOS ONE-შია გამოქვეყნებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ექიმს კომპიუტერული დანართის გამოყენებით, მიიღებს რა პაციენტისგან სელფის, დამატებითი ანალიზების გარეშე შეუძლია დასვას ისეთი საშიში დაავადების დიაგნოზი, როგორიცაა ანემია.
დანართის ავტორები ბრაუნის უნივერსიტეტის სწავლულები და როდ-აილენდის საავადმყოფოს მედიკოსები არიან.
როგორც წინა კვლევამ აჩვენა, თვალის ქვედა ქუთუთოს შიდა მხარე (კონიუნქტივა) ანემიისას უფრო ფერმკრთალია. ახალი კვლევისას მკვლევარებმა სმარტფონით თვალის გუგის კონიუნქტივის გამოსახულებები მიიღეს 142 პაციენტისგან. მათ თითოეულ ფოტოზე აღბეჭდილი თვალის კონიუნქტივის მცირე უბნები გაზარდეს და ფერის ამოცნობის ალგორითმი და პროგნოზირების მოდელიც შეიმუშავეს, რომელიც კონიუნქტივის, გარემომცველი კანისა და თვალის თეთრონების ფერს ადარებდა ჰემოგლობინის დონეს.
ამის შემდეგ მეცნიერთა გუნდმა ალგორითმი სხვა 202 პაციენტის ფოტოებზე გამოსცადა, რომლებიც თავდაპირველ კვლევაში არ მონაწილეობდნენ. ანემიის პროგნოზირების მოდელის სანდოობამ 72% შეადგინა.
კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ სმარტფონებისთვის შექმნილი დანართი ტელემედიცინაში ანემიის სკრინინგისთვისაც გამოდგება და ასევე იმ შემთხვევებშიც, როდესაც სისხლის ანალიზისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მიუწვდომელია.