მიტოვებულმა ქალმა ყოფილი შეყვარებულის ავტომობილით იძია შური

© Pixabay / StockSnapქალი მანქანის საჭესთან
ქალი მანქანის საჭესთან - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
შეყვარებულის მიერ მიტოვებულმა ქალმა მოღალატე მამაკაცის დასჯის ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა, თუმცა საბოლოოდ პოლიციის ხელში აღმოჩნდა
თბილისი, 14 ივლისის — Sputnik. პოლიციამ ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დააკავა, რომლებმაც ორი დღის განმავლობაში 50-ჯერ დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები Audi-ს მარკის ავტომობილით, წერს Global Times.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთის ქალაქ შაოსინში მოხდა. 
გაირკვა, რომ ავტომობილი ქალის ყოფილ შეყვარებულს, გვარად ციანს ეკუთვნოდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ მიეტოვებინა გოგონა და სხვა ქალთან წასულიყო. ციანი იჯარით აქირავებდა ავტომობილს და ამიტომ არაფერი უეჭვია, როდესაც უცნობმა მამაკაცმა მიაკითხა მანქანის ორიოდე დღით საქირაოდ.
გოგონა მობილური ტელეფონით - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2020
მსოფლიო დღეს
შურისძიება უხამსი ფოტოებისთვის: ქალმა სოცქსელიდან თავხედი მამაკაცი დააფრთხო
სინამდვილეში დამქირავებელი მიტოვებული ქალის, ლუს ნაცნობი ყოფილა, რომელსაც ყოფილი შეყვარებული დასჯა ჰქონდა გადაწყვეტილი. ისინი იჯარით აღებულ ავტომობილში ჩასხდნენ და ორი დღის განმავლობაში ხან წითელ შუქნიშანზე დადიოდნენ და ხან ორმაგ ღერძულა ხაზს კვეთდნენ. მოკლედ, ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ ავტომობლის მფლობელ მოღალატე მამაკაცს რაც შეიძლება მეტი ჯარიმა მისვლოდა.
ლუს სამწუხაროდ, შურისძიების გეგმა იდეალური არ გამოდგა. როდესაც წყვილი კიდევ ერთხელ ცდილობდა გადაჭარბებული სიჩქარის განვითარებას, პოლიციის პატრულმა გააჩერა და ორი დღის განმავლობაში დაგროვილი დარღვევები „ამოუყარა“.
პოლიციამ შურისმაძიებელი წყვილი დააკავა. როგორც ლუს ახალმა ნაცნობმა განაცხადა, ავანტიურაში მონაწილეობას იმის გამო დათანხმდა, რომ ქალი მას რომანტიკულ პაემანს დაპირდა.
გამორიცხული არ არის, რომ პოლიციამ მათ მხოლოდ ჯარიმის გადახდა არ აკმაროს.
ყველა ახალი ამბავი
0