მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შურისძიება უხამსი ფოტოებისთვის: ქალმა სოცქსელიდან თავხედი მამაკაცი დააფრთხო

© photo: Sputnik / Stringerგოგონა მობილური ტელეფონით
გოგონა მობილური ტელეფონით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უცნობმა გოგონას Facebook-ზე მეგობრებში დამატება სთხოვა. ისიც დაეთანხმა, ვინაიდან მას და უცნობ მამაკაცს რამდენიმე საერთო ნაცნობი ჰყავდათ.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის მცხოვრებმა 23 წლის მარიკლერ მიშელმა დახვეწილად იძია შური უცნობზე, რომელმაც დაუკითხავად გაუგზავნა მას ინტიმური სურათები, იუწყება გამოცემა Mirror. 

ბავშვები მინდორში - Sputnik საქართველო
იცით, რას გიმალავთ შვილი? მშობლებმა სოციალურ ქსელში შვილების საიდუმლოები გაამხილეს

როგორც თავად მარიკლერმა განმარტა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უცნობმა Facebook-ზე მეგობრებში დამატება სთხოვა. გოგონა დაეთანხმა თხოვნას, ვინაიდან მას და უცნობ მამაკაცს რამდენიმე საერთო ნაცნობი ჰყავდათ. მალე ახლად შეძენილმა „ფრენდმა“ მარიკლერისთვის კომპლიმენტების მიწერა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ქალმა პირდაპირ აცნობა, შეყვარებული მყავს და ახალი ურთიერთობების დაწყებას არ ვაპირებო, ახალი ფეისბუქ-მეგობარი არ გაჩერდა.

მართალია, თავიდან მხოლოდ მეგობრობას სთავაზობდა მარიკლერ მიშელს, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ საკუთარი გენიტალიების სამი ფოტოსურათი გაუგზავნა. ახალგაზრდა ქალმა სურათებზე არანაირი კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ ბიჭს აინტერესებდა, მოეწონა თუ არა მას ფოტოები.

ამის შემდეგ გოგონამ მომხდარის შესახებ შეყვარებულს უამბო. წყვილმა გადაწყვიტა, დიკპიკების გაგზავნის მოყვარული უცნობისთვის ჭკუა ესწავლებინა. მარიკლერმა უცნობს მისწერა, რომ ვერ ნახულობდა შიშველ ფოტოებს და მიზეზიც განუმარტა.

„ტელეფონში პორნობლოკატორი მაქვს დაყენებული და მთელი ინფორმაცია ფოტოს შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება პოლიციის ადგილობრივ განყოფილებას“, — მისწერა მიშელმა თავხედს.

ამით დამფრთხალმა მამაკაცმა თავი სასწრაფოდ იმით იმართლა, თითქოს ძალიან მთვრალი იყო. მიშელმა კი უთხრა, რომ მის პროფილს, სავარაუდოდ, უკვე სწავლობდნენ პოლიციელები და ურჩია, ადვოკატი მოეძებნა. ამის პასუხად ახალმა ნაცნობმა გოგონას აკაუნტი დაბლოკა და მას შემდეგ აღარც გამოჩენილა.

მარიკლერ მიშელი იმედოვნებს, რომ ეს შემთხვევა უცნობისთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება და უხამსობას შეწყვეტს.

ყველა ახალი ამბავი
0