ერთადერთი ირანში: ამოქმედდა გაცნობის ლეგალური საიტი

© Sputnik / STRINGERმუსლიმი ქალი
მუსლიმი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
Hamdan-ის შემქმნელების თქმით, ის ირანელებს ჯანსაღი ოჯახების შექმნაში დაეხმარება, სადაც ამ დროისათვის ოჯახურ ფასეულობებს „ეშმაკი და ირანის მტრები“ საფრთხეს უქმნიან.
თბილისი. 14 ივლისი — Sputnik. ირანის ხელისუფლებამ წარმოადგინა გაცნობის დანართი, რათა დაუოჯახებელი ადამიანების გაცნობასა და მტკიცე ქორწინებებს შეუწყოს ხელი, იუწყება BBC.
არსებული მონაცემებით, ისლამურ რესპუბლიკაში ამ დროისათვის განქორწინებების რაოდენობა იზრდება, ხოლო შობადობა ეცემა.
ახალი დანართი Hamdan (თარგმანში — ამხანაგი, კომპანიონი) ისლამური პროპაგანდის ორგანიზაციაში შექმნეს. როგორც იქ ირწმუნებიან, დანართი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ დაუქორწინებელი ადამიანისთვის შესაფერისი მეუღლის შესარჩევად.
ავღანელი გოგონები - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
ავღანეთში გოგონებს საჯაროდ სიმღერა აეკრძალათ
აღინიშნება, რომ გაცნობის საიტები მეტად პოპულარულია ირანში, თუმცა ლეგალური მათ შორის მხოლოდ Hamdan-ია.
გაცნობის საიტზე შესვლისას მომხმარებელმა უნდა დაადასტუროს ვინაობა და გაიაროს ფსიქოლოგიური ტესტი მანამ, სანამ მისთვის პარტნიორის ძებნა დაიწყება. მას შემდეგ, რაც შესაფერისი კანდიდატურა შეირჩევა და ოჯახი შეიქმნება, წყვილი ოთხი წლის განმავლობაში იქნება კონსულტანტის „პატრონაჟის“ ქვეშ.
როგორც კულტურის ინსტიტუტში ამბობენ, სადაც შეიმუშავეს კიდეც Hamdan-ი, დანართი ირანელებს ჯანსაღი ოჯახების შექმნაში დაეხმარება, სადაც ამ დროისათვის ოჯახურ ფასეულობებს „ეშმაკი“ და „ირანის მტრები“ საფრთხეს უქმნიან.
ოფიციალური ცნობებით, 2020 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდში ისლამურ რესპუბლიკაში დაახლოებით 307 300 ქორწინება და 99 600 განქორწინება შედგა. 2008 წელს კი ყოველ რვა ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდიოდა. ამასთან 2020 წელს ირანის მოსახლეობის მატება 1,29%-ით დაეცა. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი 35 წელზე უფროსი ასაკისაა. მთავრობის განცხადებით, თუ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული, ირანი უახლოეს 30 წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაბერებულ ქვეყნად იქცევა.
ყველა ახალი ამბავი
0