https://sputnik-georgia.com/20210713/avtobusis-mZRolma-25-bavSvi-dawvas-gadaarCina-252308445.html
შემთხვევა გვირაბში: ავტობუსის მძღოლმა 25 ბავშვი დაწვას გადაარჩინა – ვიდეო
შემთხვევა გვირაბში: ავტობუსის მძღოლმა 25 ბავშვი დაწვას გადაარჩინა – ვიდეო
Sputnik საქართველო
იმ ავტობუსის მძღოლი, რომელსაც მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა, არ დაიბნა და ყველა ბავშვის გაყვანა შეძლო უსაფრთხო ადგილზე. 13.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-13T16:22+0400
2021-07-13T16:22+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250525528_0:36:1280:759_1920x0_80_0_0_9d4e96e9c22892f30961177821b0dfed.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ავტობუსს, რომელსაც ბავშვები მიჰყავდა საზაფხულო ბანაკში, გვირაბში გასვლისას ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მძღოლმა ყველა მგზავრის გადარჩენა შეძლო, იუწყება გაზეთი Corriere della Sera სახანძრო სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იტალიის პროვინცია ლეკოში მოხდა, კომოს ტბის მახლობლად.სახანძრო სამსახურის ცნობით, ავტობუსის მძღოლმა მოასწრო და სანამ ავტობუსს ცეცხლი მთლიანად მოედებოდა, სალონიდან 25-ვე ბავშვი ჩამოსვა და სამშვიდობოს გაიყვანა. არცერთი მათგანი არ დაშავებულა. სამედიცინო დახმარება მხოლოდ სამი ავტომობილის მძღოლს დასჭირდა, რომლებიც ავტობუსს უკან მიჰყვებოდნენ. ისინი წვის პროდუქტებით მსუბუქად მოიწამლნენ.წინასწარი ინფორმაციით, აალება საბურავის გახეთქვამ გამოიწვია. ცეცხლის ჩაქრობაზე გვირაბში ხუთი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ავტობუსისგან მხოლოდ ლითონის ჩონჩხიღაა დარჩენილი, მის გარშემო კი ასფალტი სახანძრო ქაფის სქელი ფენითაა დაფარული.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250525528_0:0:1280:805_1920x0_80_0_0_81c121afef65e6ef225665e7df77ee89.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
შემთხვევა გვირაბში: ავტობუსის მძღოლმა 25 ბავშვი დაწვას გადაარჩინა – ვიდეო
16:22 13.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) იმ ავტობუსის მძღოლი, რომელსაც მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა, არ დაიბნა და ყველა ბავშვის გაყვანა შეძლო უსაფრთხო ადგილზე.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ავტობუსს, რომელსაც ბავშვები მიჰყავდა საზაფხულო ბანაკში, გვირაბში გასვლისას ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მძღოლმა ყველა მგზავრის გადარჩენა შეძლო, იუწყება გაზეთი
Corriere della Sera სახანძრო სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იტალიის პროვინცია ლეკოში მოხდა, კომოს ტბის მახლობლად.
სახანძრო სამსახურის ცნობით, ავტობუსის მძღოლმა მოასწრო და სანამ ავტობუსს ცეცხლი მთლიანად მოედებოდა, სალონიდან 25-ვე ბავშვი ჩამოსვა და სამშვიდობოს გაიყვანა. არცერთი მათგანი არ დაშავებულა. სამედიცინო დახმარება მხოლოდ სამი ავტომობილის მძღოლს დასჭირდა, რომლებიც ავტობუსს უკან მიჰყვებოდნენ. ისინი წვის პროდუქტებით მსუბუქად მოიწამლნენ.
წინასწარი ინფორმაციით, აალება საბურავის გახეთქვამ გამოიწვია.
ცეცხლის ჩაქრობაზე გვირაბში ხუთი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ავტობუსისგან მხოლოდ ლითონის ჩონჩხიღაა დარჩენილი, მის გარშემო კი ასფალტი სახანძრო ქაფის სქელი ფენითაა დაფარული.