23:52 05 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (603)
53 0 0

ფეხბურთელების აკაუნტებზე რასისტულმა კომენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომპანიებს არ შეუძლიათ სოციალური ქსელების ბოროტად გამოყენების აღმოფხვრა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ლონდონი აპირებს მოსთხოვოს ტექნოლოგიურ გიგანტებს იმ მომხმარებელთა მონაცემების გადაცემა, რომლებმაც რასისტული ხასიათის პოსტებით შეურაცხყვეს ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მუქკანიანი სპორტსმენები მას შემდეგ, რაც გუნდი ევრო-2020-ის ფინალში დამარცხდა იტალიის ნაკრებთან, იუწყება The Times.

ევროპის ჩემპიონატში ინგლისის ნაკრების მარცხის შემდეგ ინტერნეტში რასისტული თავდასხმების მსხვერპლი სამი მუქკანიანი ფეხბურთელი გახდა: მარკუს რაშფორდი, ბუკაიო საკა და ჯეიდონ სანჩო. ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო პენალტის გატანა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია კიდეც ინგლისელთა წაგება.

გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთის მთავრობას სურს, რომ სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებმა „რეალურ ცხოვრებაში იგრძნონ შედეგები“ საკუთარ ქმედებებზე.

„ჩვენ გვსურს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც Twitter-ზე შეურაცხმყოფელ პოსტებს აქვეყნებენ, რეალური შედეგები იგრძნონ. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ვინ არის ეს ხალხი და საჩვენებლად დავსაჯოთ“, — განუცხადა გამოცემას სამთავრობო წყარომ.

აღინიშნება, რომ ფეხბურთელების გვერდებზე შეურაცხმყოფელმა კომენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომპანიებს არ გააჩნიათ სოციალური ქსელების ბოროტად გამოყენების აღმოფხვრის უნარი. თუმცა Twitter-მა უკვე წაშალა ათასზე მეტი რასისტული კომენტარი, ხოლო ზოგი იუზერი სამუდამოდ დაბლოკა. რაც შეეეხება Facebook-ს,რომელსაც ასევე ეკუთვნის Instagram-ი, კომპანიაში აცხადებენ, რომ ცდილობენ შეძლებისდაგვარად სწრაფად წაშალონ შეურაცხმყოფელი კონტენტები.

მუქკანიანი ფეხბურთელების დევნა მკაცრად დაგმეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ. ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, რომ ინტერნეტში ფეხბურთელების მიმართ რასიზმის გამოვლენის შემთხვევები გამოძიებული იქნება.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (603)

მთავარი თემები