06:25 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
სამეფო ოჯახის ამბები (63)
27 0 0

1997 წლის 31 აგვისტოს დიანა სპენსერი ავტოავარიაში დაიღუპა. უელსის პრინცესა, პრინც ჩარლზის ყოფილი ცოლი და პრინცების - უილიამის და ჰარის დედა ცნობილი იყო, როგორც ქველმოქმედი და ჩარლზთან დაშორების შემდეგაც ბრიტანული საზოგადოების ნებიერად დარჩა

გასულ კვირას კენსინგტონის სასახლის ჩაძირულ ბაღში გაიხსნა უელსის პრინცესასადმი მიძღვნილი ძეგლი. ცერემონიალს ესწრებოდნენ პრინცები უილიამი და ჰარი. ეს მათი პირველი შეხვედრა იყო აპრილში პრინც ფილიპეს დაკრძალვის შემდეგ. ერთად, ძმებმა ქანდაკებიდან მწვანე ტილო აიღეს და დედას სიტყვა მიუძღვნეს.

დიანას გარდაცვალების დღეს, ჰარი და უილიამი ბებიასთან ერთად ბალმორალის მამულში იყვნენ. უილიამი იყო 15 წლის, ჰარი - 12-ის. სამეფო ოჯახი ცდილობდა ავტოკატასტროფის შესახებ დეტალური ინფორმაციისგან მოზარდების დაცვას. თავდაპირველად მათ მხოლოდ სიკვდილის ფაქტის შესახებ იცოდნენ. სასახლეში ტელევიზორები და რადიოებიც კი გადამალეს.

დაკრძალვის ცერემონიის დროს, უილიამი და ჰარი მამასთან და ბაბუა პრინც ფილიპესთან ერთად, დედის ცხედარს უკან მიჰყვებოდნენ. ბოლო დრომდე, არც ჰარი და არც უილიამი არ ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორ გადაიტანეს დიანას გარდაცვალება. მაგრამ მე-20 წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე, მათ პრესას ერთდროულად რამდენიმე ინტერვიუ მისცეს.

უილიამმა აღიარა, რომ არ ესმოდა, რატომ განიცდიდა დიანას სიკვდილს ამდენი ადამიანი, რომელიც მას უბრალოდ არ იცნობდა. თუმცა მას შემდეგ რაც გაიზარდა, ის ნელ-ნელა მიხვდა, თუ რა როლს ასრულებდა უელსის პრინცესა ბრტანულ საზოგადოებაში, და აღიარა, რომ მას გულწრფელად წყდება გული, რომ დიანამ ვერ გაიცნო მისი მეუღლე ქეით მიდლტონი და მათი შვილები. მან ასევე მადლობა გადაუხადა ელისაბედ მეორეს იმისთვის, რომ დაიცვა ძმები საზოგადოებრივი ყურადღებისგან და ტრაგედიის გადატანის შესაძლებლობა ტელეკამერების გარეშე მისცა.

ჰარის თქმით, ის თავს აიძულებდა, არ ეფიქრა დედაზე. მას მიაჩნდა, რომ ასე უფრო სწრაფად გაუმკლავდებოდა ტრაგედიას. დიანას გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ მან ძმის დაჟინებული თხოვნით ფსიქოთერაპევტებს მიმართა და მხოლოდ ამის შემდეგ გაერკვა თავის გრძნობებში. ჰარის თქმით, ბოლო წლები მისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო, ჰქონდა დეპრესია და ცხოვრობდა ნერვული აშლილობის ზღვარზე.

თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (63)

მთავარი თემები