11 წლის ვუნდერკინდმა უნივერსიტეტი დაამთავრა და უკვდავებაზე დაფიქრდა
12:35 07.07.2021 (განახლებულია: 15:42 20.07.2023)
გამოწერა
პატარა ვუნდერკინდმა ჯერ კიდევ 2019 წელს გაითქვა სახელი, როდესაც 9 წლისა ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დამთავრებას აპირებდა.
თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. ბელგიელმა 11 წლის ვუნდერკინდმა ბიჭუნამ ანტვერპენის უნივერსიტეტი დაამთავრა და ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო, იუწყება გამოცემა 9NEWS.
An 11-year-old boy has obtained a bachelor’s degree in physics at the University of Antwerp
— Instablog9ja (@instablog9ja) July 7, 2021
Laurent Simons successfully completed a three-year course in one year, whilst also taking master’s courses on the side pic.twitter.com/05gFRrLwHr
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭუნამ, რომელსაც ლორან სიმონსი ჰქვია, აკადემიური ხარისხი ერთ წელიწადში მიიღო, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ სამი წელია საჭირო. მანამდე ლორანმა ბრიუგეს სკოლის სრული კურსი წელიწად-ნახევარში გაიარა.
ვუნდერკინდი ახლა ფლამანდიის უნივერსიტეტის მაგისტრობაზე ფიქრობს, მოგვიანებით კი სურს, რომ უკვდავების პრობლემა შეისწავლოს.
„მსურს, რომ დროთა განმავლობაში მომეცეს შესაძლებლობა, შევცვალო რაც შეიძლება მეტი ორგანო ხელოვნურით“, − ამბობს ვუნდერკინდი.
გამოცემის ცნობით, ლორან სიმონსმა 2019 წელს გაითქვა სახელი, როდესაც ცხრა წლის ასაკში უნდა დაესრულებინა სწავლა ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში. სიმონსი მაშინ იძულებული გახდა მიეტოვებინა სასწავლო დაწესებულება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და მის მშობლებს შორის დავის გამო, რაც სწორედ სწავლის დასრულების ვადას შეეხებოდა.