ნებისმიერ დროსა და ადგილზე: აშშ ჩრდილოეთ კორეასთან შეხვედრისთვის მზადაა

© photo: Sputnik / Igor' Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის დროშა კონგრესის ფონზე
აშშ-ის დროშა კონგრესის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
მანამდე თეთრ სახლში აცხადებდნენ, რომ შეერთებული შტატები უარს ამბობს ჩრდილოეთ კორეის მიმართ „სტრატეგიული თმენისა“ და ფხენიანთან „გრანდიოზული გარიგების“ იდეებზე.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. შეერთებული შტატები მზადაა ნებისმიერ დროს დაიწყოს მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ მივანიშნეთ, რომ მზად ვართ მივუსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილზე“, – ციტირებს პრაისის განცხადებას სააგენტო Yonhap News.
მისი თქმით, ვაშინგტონი ფხენიანისგან კონსტრუქციულ პასუხს ელოდება.
ჩრდილოეთ კორეის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
აშშ-ს ფუჭი იმედები აქვს: ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და განცხადებას ავრცელებს
მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ახალი მიდგომა შეიმუშავა ჩრდილოეთ კორეის მიმართ, თქვა რა უარი „სტრატეგიული თმენის“ და ფხენიანთან „გრანდიოზული გარიგების“ იდეებზე, რითიც ამერიკის წინა ხელისუფლება ოპერირებდა.
მანამდე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების მიზნით ჩრდილოეთ კორეასთან პირისპირ ორმხრივ დიალოგს არ გეგმავდა. თუმცა მაისის ბოლოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზადაა პირადად შეხვდეს კიმ ჩენ ინს გარკვეული პირობებით, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ფხენიანის დენუკლეარიზაციის მიზნით მოლაპარაკებებს მოიაზრებს.
აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის უპრეცედენტო შეხვედრა, რომლის მიზანიც დენუკლეარიზაციის პრობლემის გადაჭრა იყო, 2018 წლის ივნისში გაიმართა სინგაპურში. სამიტზე მიღებული დოკუმენტის თანახმად, ფხენიანმა დენუკლეარიზაციის ვალდებულება აიღო ვაშინგტონის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.
„გულდათუთქულები ვტირით“: ჩრდილოკორეელები კიმ ჩენ ინის სიგამხდრემ დაამწუხრა<<
2019 წლის თებერვალში აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს ჰანოიში, მათ შორის პირისპირაც, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ერთობლივ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ.
2019 წლის 30 ივნისს დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკების საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში. თუმცა ეს შეხვედრაც, ისევე, როგორც იმავე წლის ოქტომბერში შვედეთში გამართული შეხვედრა ვაშინგტონისა და ფხენიანის წარმომადგენლებს შორის, უშედეგოდ დასრულდა.
 
ყველა ახალი ამბავი
0